17/06/2021
აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე გიორგი ღოღობერიძე მხარდაჭერას უცხადებს და ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
“სრულიად ვეთანხმები ჩემს კოლეგას! ახალგაზრდა კოლეგები – ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი! მე ვუსურვებ ჩემს კოლეგა, გიორგი ღოღობერიძე წარმატებას !!!
მისი რამდენინე ვიდეო მაქვს ნანახი და საკმაოდ საინტერესოდ უხსნის მოსახლეობას სამედიცინო შემთხვევებს და რაც მე ვნახე, სუბორდინაცია (რაც მედიცინაში არის მნიშვნელოვანი) ჰქონდა დაცული და პირველწყაროები (მტკიცებულებით მედიცინაზე დგას თანამედროვე მედიცინა) აქვს მითითებული/ნახსენები.
ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში წერს: “მართლა არ ვიცი, რატომ მიმიწვიეს ამ გადაცემაში, მაგრამ ძალიან საწყენი გახდა, როდესაც მიზეზი გადაცემის მსვლელობისას გავიგე.
“პრაიმშოუს” გვერდზე იდო ეს ვიდეო, მაგრამ წაშალეს…
ჩემ გარდა, კოვიდ პანდემიის დროს, ყველა იძლეოდა რჩევებს, აბსოლუტურად ყველა, განურჩევლად პროფესიისა, მაგრამ ამის მიუხედავად ჩემი გაშავება არჩიეს…
არადა არც პოლიტიკური ინტერესი მქონია და არც- ფინანსური, მხოლოდ ხალხის დახმარება მინდოდა და მინდა.
რეზიდენტი მალე აღარ ვიქნები, მაგრამ მაინც ძალიან მეამაყება, რომ “რეზიდენტის” სტატუსით გამოვდიოდი! მეწყინა ამგვარი დამოკიდებულება”.
გიორგი ღოღობერიძე “პრაიმ შოუში” იმყოფებოდა სტუმრად. გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანამა ნინო ნადირაძემ ის გააკრიტიკა და თქვა რომ მას არ აქვს უფლება ადამიანებს რჩევები მისცეს, რადგან ის ჯერ მხოლოდ რეზიდენტია.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comments