top of page

გიორგი ფხაკაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით უამრავი დამაიმედებელი პროგნოზი გააკეთა - „მჯერა ეს...

25/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი


პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი და ორგანიზაციის - "აკრედიტაცია საზღვრების გარეშე" პრეზიდენტი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის პანდემიის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

პროფესორის თქმით, პანდემია 2023 წელს დასრულდება:

"ზოგი მიბრაზდება, თითქოს ეს ვირუსი ჩემი გამოგონილია. ხომ ვიცით, რომ ჩინელებისაა და ისიც ვიცით, რომ, სავარაუდოდ, ვუხანის ლაბორატორიაშია ეს გოგლი-მოგლი გაკეთებული. იმედია, დადგება დრო, ჩინეთს ამის ფასის გადახდა მოუწევს. თუმცა საქართველოსთვის რა შეიცვლება, რომც დადგინდეს, რომ ვირუსმა ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჟონა?! არაფერი. ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად.

რაც შეეხება კორონავირუსის შტამებს. როცა გაჩნდა ინდური შტამი, პირველი კვლევებით, ასტრაზენეკას და ინდურ ვაქცინას კარგი შედეგები არ ჰქონდა.

დრო გავიდა და გუშინწინ უკვე დაიბეჭდა უახლესი კვლევის სასიხარულო შედეგები, რომ ინდური შტამის მიმართ „ფაიზერზე“ თითქმის 80%-იანი ეფექტურობაა და „ასტრაზენეკაზე“ – 60%. ჩინურზე კი კვლევები არ არის.

ყველაზე აქტუალური კითხვა - როდის დამთავრდება კორონაპანდემია?

გადავხედოთ ისტორიას. 1889 წელს იყო რუსული ვირუსი OC43. სავარაუდოდ, ეს იყო პირველი კორონავირუსი, რომელიც შესაძლოა, ცხოველებიდან ადამიანებზე გადავიდა. მაშინ არ იყო ვაქცინა, მაგრამ ეს ვირუსი ჩაცხრა. 1918 წელს იყო „ესპანური გრიპი“ H1N1. რომელიც იყო არა კორონავირუსი, არამედ გრიპის ვირუსი. მიუხედავად დიდი ლეტალობისა, ისიც ვაქცინების გარეშე ჩაცხრა.

1957 წელს გავრცელდა ვირუსი H2N2, რთული მიმდინარეობით. მაშინ შექმნეს ვაქცინა, მაგრამ ძირითადად სამხედროებში გამოიყენებოდა. 1968 წელს კი გამოჩნდა რთული ვირუსი H3N2. მაშინ აშშ-ში დაამზადეს 22 მლნ დოზა ვაქცინა, თუმცა პანდემია უფრო ადრე დამთავრდა და ამ დოზების დიდი ნაწილის გამოყენება ვერ მოასწრეს.

2009 წელს გავრცელდა H1N1. მაშინაც დამზადდა ვაქცინის ასობით მილიონი დოზა, თუმცა ვირუსმა მილევა დაიწყო და ძალიან ბევრი დოზა გადასაყრელი გახდა.

შეჯამება - ზოგადად, ვირუსებს ახასიათებთ 2-წლიანი ციკლურობა.

კოვიდ 19-ის გამოჩენიდან წელიწადნახევარი უკვე გავიდა. სხვა ვირუსებისგან განსხვავებით, ამ ვირუსს ახასიათებს ბევრი მუტაცია და 14 დიდი შტამი ტრიალებს მსოფლიოში. „ვუხანური“ ვირუსი წესით, სექტემბერში უნდა დამთავრდეს. ჩვენთან ახლა რაც არის, ეს არის ბრიტანული ვირუსის მეორე ტალღა.

ფაქტია, რომ რაც უფრო ლეტალური და რთულია ვირუსი, მით უფრო სწრაფად ქრება. მაგალითად, „მერსი“.

ჩემი დასკვნა ასეთია, შეიძლება ვცდები - ამ ვირუსს მარტო ვაქცინებით ვერ დავამარცხებთ, შეიძლება, ბუნება მოგვეხმაროს და ეს ვირუსი ისე წავიდეს, რომ ბოლომდე ყველა ვაქცინა ვერც გავხარჯოთ.

პანდემია უსასრულო ვერ იქნება - ეს ბუნების კანონია. ვაქცინით თუ უვაქცინოდ, ეს პანდემია დამთავრდება, ვაქცინით - უფრო სწრაფად, უვაქცინოდ - უფრო ნელა.

მჯერა, 2023 წელი იქნება პანდემიის დამთავრების წელი. წელიწადნახევარი მოვითმინეთ, 6-8 თვეც მოვითმინოთ, წესები დავიცვათ და ყველაფერი იქნება კარგად.

საბოლოოდ ეს ვირუსი სეზონური გრიპის სახეს მიიღებს და სიცივეში უფრო აქტიური იქნება, ზაფხულში კი სუფთა ჰაერზე ძალას დაკარგავს. საბოლოოდ ეს ვირუსი სეზონური გრიპის სახეს მიიღებს. ჩვენი იმუნური სისტემა ისწავლის მასთან ბრძოლას.

ნუ ნერვიულობთ, მიხედეთ ბავშვებს, ფეხმძიმეებს, მოხუცებს. არ ჩავიდინოთ ბევრი სისულელე ამ ზაფხულს და ძალიან არ გავგიჟდეთ. იცით, რაც უნდა გააკეთოთ. დავისვენოთ, მაგრამ დავიცვათ ზომიერება. ნურავის ნურაფერს დააბრალებთ, საკუთარი თავის გარდა.

ფეხმძიმეების ვაქცინაციას რეკომენდაციას ვერ გავუწევ, არ მაქვს კვლევები, ერთადერთი, მცირე ზომის კვლევა არსებობს, რომ მეძუძურ დედებში ვაქცინამ როგორც დედა, ასევე ბავშვი დაიცვა.

რაც შეეხება სპერმის ხარისხს, ვაქცინაციის შემდეგ სპერმის ხარისხი იქნება იგივე. მაგრამ თუ დაინფიცირდებით, სპერმის ხარისხი ქვეითდება.

თუ არ გინდათ ვაქცინის გაკეთება, ნუ გაიკეთებთ, თუ გინდათ - გაიკეთეთ, მაგრამ ორივე შემთხვევაში, გაქვთ თუ არა ვაქცინა გაკეთებული, სამედიცინო პირბადე ცხვირზე! დაიცავით მაქსიმალურად შესაძლებელი დისტანცია, შენობებში გააკეთეთ ორპირი, დაიბადეთ ხელები საპნით, იარეთ სუფთა ჰაერზე.

ყველაფერი იქნება კარგად, თუ თქვენ ვიქნებით ფრთხილად", - წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе





177 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page