24/09/2021
„სერიიდან – ჩემი სხეული და ჩემი ჯანმრთელობა მეკუთვნის მე და მე მაქვს არჩევანის უფლება“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე წერს.
„ამჟამად მთელ მსოფლიოში რეანიმაციული განყოფილებების 95%-98%-ს იკავებენ არავაქცინირებული კოვიდპაციენტები.
ამჟამად მთელ მსოფლიოში კოვიდ-სიკვდილიანობის 98%-99% არის არავაქცინირებულებში და ასევე პოსტკოვიდური – „გრძელი კოვიდის“ პაციენტებში. მსოფლიოში ამჟამად არის არავაქცინირებულების კოვიდ ეპიდემია. სამედიცინო პერსონალი დაიღალა. სამედიცინო აპარატურა დაიღალა. ყველა დაიღალა.
უაზრო მიზეზების გამოგონებას თავი დაანებეთ: ალერგიული ხარ?! – აიცერი. დიაბეტი გაქვს?! – აიცერი გული გაწუხებს?! – აიცერი.
ვენები გაწუხებს?! – აიცერი. ფილტვები გაწუხებს?! – აიცერი. ჰეპატიტი გაქვს?! – აიცერი. ღვიძლი გაწუხებს?! – აიცერი.
თირკმელები გაწუხებს?! – აიცერი. ჰერპესი გაქვს?! – აიცერი. ჯარბწონიანი ხარ?! – აიცერი. ფეხმძიმედ ხარ?! – აიცერი და აცერი მთელი ოჯახი.
ბავშვები ძუძუთი კვებაზე გყავს?! – აიცერი და მთელი ოჯახი აცერი. რამე გაწუხებს?! – აიცერი. გაავრცელე სიყვარული და არა ვირუსი“,- წერს გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comentarios