05/02/2021
ავტორი: ირინა დათაშვილი
მედგიდი\Med Guide -პირდაპირ ეთერში იყო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე.
– მნიშვნელოვანი ინფორმაცია – Covid19- ის ირგვლივ.
-ბატონი გიორგი გვერთვება საფრანგეთიდან, პარიზიდან. მისი აქტიურობა შვეიცარიაში, ჟენევაში მიმდინარეობს, დიპლომირებული პროფესორი.
გვაინტერესებს, რა ხდება ჟენევაში ამ კონკრეტულ სიტუაციაში კოვიდის ირგვლივ, რა ვითარებაა, რა ღონისძიებები ტარდება, რა პრევენციულ ზომებს მიმართავთ?
-მსოფლიოში მდგომარეობა, სამწუხაროდ, არც ისე გადასარევად არის. სიტყვა აპოკალიფსი, არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ ზოგ ქვეყანაში ნამდვილად მძმე მდგომარეობაა. ძირითადად ეს გამოწვეულია რამდენიმე მიზეზის გამო, -გლობალური სოლიდარობა, სამწუხაროდ, მოიკოჭლებს და არ გვაქვს ის შედეგები, რომელიც, შესაძლებელია, ჩვენ გვქონოდა. მოსახლეობა და მთავრობები არ მუშაობენ ისე, როგორც უნდა მუშაობდნენ. თითქმის ერთი წელი გავიდა და მსოფლიოში არ არის კონსენსუსი. ვიცით, რომ ეს ვირუსი არის ძალიან მარტივი იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ შეგვიძლია გავაჩეროთ ეს ვირუსი. მაგალითი ავიღოთ, რა გააკეთა ჩინეთმა ან ავსტრალიამ, ან ახალმა ზელანდიამ. ვერ ვსწავლობთ ამ შეცდომაზე. ყველა ფიქრობს, რომ მათი ჯანდაცვის სისტემა, ჯანდაცვის მინისტრები, მათი ეკონომიკური მდგომარეობა არის განსხვავებული, არის უფრო ძლიერი და ა.შ. საბოლო ჯამში ყველა სათითაოდ ისჯება. ჩაკეტილობა და ინდივიდუალიზმი, არგაზიარება და არფიქრი, რომ ჩვენც ვართ ამ დედამიწის ერთიანი ნაწილი, მაცხოვრებლები და არა ცალ-ცალკე ქვეყნების მაცხოვრებლები. ჩვენ ახლა ამ ფასს ვიხდით.
განსხვავებული მიდგომები ეპიდემიის მართვაში გვაძლევს ძალიან ცუდ შედეგს, რაც გვაქვს, განსაკუთრებით ევროპაში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში.
პირველი დიდი გამოწვევაა ის, რომ, ვიცით, ვირუსი არის ძალიან მარტივი დასამარცხებელი და ჩვენ გვაქვს ამისი შესაძლებლობა, უკვე ვიცით, როგორ დავამარცხოთ – პირბადის სწორად ტარება -სამედიცინო პირბადის, უნდა გეკეთოთ ცხვირზე და არა ნიკაპზე, ორმეტრიანი დისტანცია, შესაბამისი შეზღუდვები უნდა იყოს, რომ შევამციროთ ამ ვირუსის გავრცელება, ან ზოგჯერ მთლიანად ჩაკეტვა.
სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს ეკონომიკური მიმართულების ხალხი, რომელიც ამბობენ, უნდა გავუშვათ ეკონომიკა და ნაადრევი გახსნები, არამიზნობრივი ეკონიმიკების გახსნამ მოგვცა ის, რომ საბოლოო ჯამში გვაქვს ისეთი მდგომარეობა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელია არის ზევით. ეს არის არაკოოორდინირებული მოქმედების შედეგი.
მთავრობებს სხვა გზა არა აქვთ და უნდა გახსნან. ქვეყნების ნაადრევმა გახსნამ აჩვენა, რომ ძალიან ცუდი შედეგი მოიტანა, – საბოლოო ჯამში, ჯანდაცვის კუთხით ის პატარა რამ, რაც დროებითი ჩაკეტვის დროს ქვეყნებმა, დაიჭირეს ეპიდემია, შემდეგ ეპიდემია ისევ იზრდება, იმიტომ, რომ ეკონომიკის გახსნა ხდება და ვირუსი ისევ იმატებს.
-ჟენევაში რაღაცეები გაიხსნა და სოციალური დინამიკაა. როგორ ფიქრობთ, უნდა გაიხსნას საქართველოშიც?
-საფრანგეთში უფრო ორგანიზებული, კანონმორჩილი ხალხია და იქ მთავრობას მიჰყვა ხალხი. რა თქმა უნდა, იქაც ხალხის ნაწილი ეწინააღმდეგებოდა. იყო წერტილოვანი შეზღუდვები.
გერმანიაში, პრაქტიკული მიდგომა იყო, ვინაიდან ხალხი არიის კანონმორჩილი.
სამწუხაროდ, პრაქტიკამ გვაჩვენა ის, რომ გერმანია უკვე დაკეტილია. ვერ ამართლებს წერტილოვანი ჩაკეტვები. როგორც კი გამოჩნდება, უნდა მოხდეს იზოლაცია, რომ არ გავრცელდეს. დანიაში ნუტრიები რომ დახოცეს, კოვიდი გადავიდა ცხოველზე და ცხოველიდან გადავიდა ადამიანზე. ეს უკვე აგრესიული ფორმა იყო. მუტაცია შესაძლებელი არის, მაგრამ რაც არის დღევანდელ დღეს კარგი, როგორც კი გაჩნდება, უკვე სისტემები აწყობილია, თუ რამეა სახიფათო, საგანგებო ზომებს იღებენ, მაგალითად, ბრიტანეთშიც იყო – ძროხები რომ მოკლეს და ა.შ.
აფრიკაში თუ მოხდა მუტაცია, ჩვენ გავიგებთ ძალიან გვიან. ევროპაში არის კონტროლი. რა თქმა უნდა, ახალი ვირუსი იქნება, მუტაცია იქნება და ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა ტიპის მუტაციაა და უნდა ვაკონტროლოთ. მუტირებული ვირუსის კონტროლი ეს არის როგორც „ატომური ბომბის“ მაგვარი, თუ ეს სადმე ამოყოფს თავს, ქვეყანამ უნდა მიიღოს უსასტიკესი ზომები – ჩაკეტვები, იზოლაცია. თუ მძმე მუტირებილი ფორმა გაგვეპარა, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით.
-გვაქვს რეინფიცირების შემთხვევები, არის მტკიცებულებები?
-გვაქვს.., მე პირველი ვიყავი, როდესაც დავიწყე საუბარი რეინფიცირების შესახებ. სხვათა შორის, ძალიან დიდი კრიტიკა იყო საქართველოში, სხვა ქვეყნებიდანაც, – შენ რა იცი, პანიკას რატომ ტეხ?! – ვარ სამედიცინო ექიმი, ქიქრურგიც ვიყავი დიდი ხნის წინ, საზოგადო ჯანდაცვის სფეროში ძალიან დიდი ხანია ვმუშაობ, გავის გლობალური ალიანსის ვაქცინების პროცესში როცა ვარ, ჩახედული ვარ, ინფორმაცია მაქვს, რა ხდება მსოფლიოში და მეტნაკლებად ვიცი, ვაქცინის მიმართულებით რა ხდება. ვარ ძალიან ბევრი სამედიცინო სამეცნიერო ჟურნალის, მაღალი დონის სამეცნიერო სტატიები, რომლებიც არ დაიბეჭდა, ჯერ, მოდის ჯერ ექსპერტებთან და ვარ რამდენიმე ასეთი ჟურნალის საექსპერტე ჯგუფში და პრაქტიკულად, ვუყურებ ამ კვლევებს და ვაკეთებ დასკვნას, ეს კვლევა დაიბეჭდოს თუ არა, მე მაქცს ოფიციალური ინფორმაცია.
ოფიცუალური და არაორიფიცალური წყარეობიდან, რეინფიცირების პრობლემა რომ არის, მე ვფიქრობ, ხუთი თვის შემდეგ, ზოგი მეცნიერი ფიქრობს, 12 თვე, ზოგი 8 თვე.
ვიღაცამ რომ დაიწყო, რომ ვარ ვაქცინების წინააღმდეგი, როგორ გამეცინა, იცით?! მე ხმა მივეცი და ამას აღარ ვმალავ, რომ ახალი ვაქცინა დავამტკიცეთ, მსოფლიოში რომ ხელმისაწვდომი ყოფილიყო, ეს იყო ჩემთვის ყველაზე ემოციური, ძალიან საპასუხისმგებლო, პირდაპირით ვამბობ, 2-3 დღე არ მეძინა, ეს არის ძალიან რთული პროცესი, ეს გადაწყვეტილება, კი ან არა, – 8 ადამიანიდან ხუთი ადამიანი თუ იტყვის არას, ვაქცინა არ იქნებოდა დამტკიცებული.ეს პასუხისმგებლობა კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე ახლა რომ გაეროს მდივნის მრჩეველი ვარ ჯანდაცვის საკითხებში, ბავშვებისა და ქალების საკითხებში. შენ იღებ გადაწყვეტილებას, – სწორია თუ არა. მე ძალიან კონსერვატიული ვარ გადაწყვეტილებაში, როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება. ჩემთვის ხელია აწევა ეს არ იყო მარტივი. ძალიან ბევრი კითხვა დავსვი, – აბა, ეს მაჩვენე, აბა, ეს რა არის. ძალიან მკაცრი ვიყავი, ზოგადად. ვაქცინას არ აქვს უფლება, რომ ჩავარდეს. რატომ? – იმიტომ, რომ ვაქცინები ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა, რაც ჩვენ გვაქვს მედიცინაში და ვინც ოდნავ გადაახვევს, ეს არის ხალხი, რომლემსაც სჯერათ, რომ დედამიწა არის ბრტყელი. ვაქცინებმა გაადარჩინეს მილიონობით სიცოცხლე. თქვენ, ვინც ხართ ამ ვაქცინების წინააღმდეგი, თქვენ რატომ ხართ ცოცხალი, იცით? – თქვენ გქონდათ ვაქცინა გაკეთებული თავის დროზე. – არ დაწერდით ამ უაზრო პოსტებს და სისულელეებს, ბიდიშს ვიხდი, სხვა სიტყვას ვერ ვნახულობ.
ვაქცინის ალტერნატივა არ არსებობს და ამაზე უნდა შევთანხმდეთ, მაგრამ აქ არის ერთი მაგრამ, -ახალი ვაქცინა როცა შემოდის, მაგრალითად, სეზონური ვაქცინა, ვფიქრობ, ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება, ეს არ არის სახელმწიფოს მოსაზრება – ვაქცინა უნდა იყოს ნებაყოფლიბითი! ეს არის კონცეფცია. არის ვაქცინა, რომელიც სავალდებულოა, მაგალითად ბავშვების ვაქცინა, არავის აქვს უფლება, ბავშვების ჯანმრთელობაზე ხელი აწიოს. მე ვიქნები პირველი, რომელიც წინააღმდეგი იქნება, ეს არის მკვლელობა. ვინც ამბობს, რომ ბავშვებს ვაქცინა არ უნდა, ეს არის მკვლელობა.
საქართველოშ ჩვენ პირბადის ხარისხს ვერ ვამოწმებთ და თქვენ ახლა იტყვით, რომ ვაქცინის კონტროლი იქნება, შესაძლებელი?!
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Comments