top of page

გიორგი ფხაკაძე: „ბავშვები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ“

15/01/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი



„პანდემიის გამო, ბავშვები, ზუსტად ისეთივე საფრთხის ქვეშ არიან, როგორც უფროსები. განსაკუთრებით, კორონავირუსი საშიშია ჭარბწონიანი ბავშვებისთვის. ძალიან ბევრი კვლევა ჩატარდა, რომელმაც აჩვენა, -ჭარბწონიან ბავშვებს, ეს ვირუსი უფრო მძიმედ გადააქვთ. ამიტომ, მშობლებმა უნდა იცოდნენ, – ამ შემთხვევაში, უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო.


რაც შეეხება ბავშვების ვაქცინაციას, ჯერჯერობით, არცერთ კომპანიას არ გაუკეთებია კვლევა, შესაბამისად, ვაქცინაციაში მონაწილეობას ბავშვები ვერ მიიღებენ, ვინაიდან, ჯერ, შესაბამისი კვლევები არ ჩატარებულა“, – განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა, გიორგი ფხაკაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.


პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა,-საქართველოს მოქალაქეებს საერთაშორისოდ ავტორიზებული ხარისხიანი ვაქცინები ექნებათ.


მთავრობის სხდომა გაიმართა.

„ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს პერიოდში წარმოადგენს ამ გეგმას, რომელზეც ეკონომიკისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად ვიმუშავებთ. ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები აქტიურად მუშაობენ ეკონომიკისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევიმუშაოთ ის კონკრეტული ღონისძიება, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად დავიწყოთ ეკონომიკის გახსნა, ეს არის როგორც ტესტირებების სქემები, ისე ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები და ა.შ.


ვაქცინაციასთან დაკავშირებით ბევრი აბსურდული ჭორი და აზრი ისმის. ვერც ვხვდები, საიდან ეს ინფორმაცია. ვაქცინაციასთან მიმართებაში დღეს უნდა გვესმოდეს, რომ შექმნილია სპეციალური კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს ჯანდაცვის სამინისტრო. ეს კომისია მიზნად ისახავს რამდენიმე ამოცანას. პირველი არის, რომ მოაგვაროს ყველა საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ლოგისტიკასთან. მოგეხსენებათ, სხვადასხვა ვაქცინას აქვს სხვადასხვა რეჟიმი ლოგისტიკური. ასევე, მოამზადოს ყველაფერი, რათა ქვეყანა იყოს მზად, დაიწყოს მოქალაქეების ვაქცინაცია. მეორე, – წინასწარ განვსაზღვროთ ის მიზნობრივი ჯგუფები, რომლების აცრაც პრიორიტეტულად უნდა დავიწყოთ. მესამე – რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველვყოთ ქვეყანაში ხარისხიანი და საერთაშორისო ავტორიზაციის მქონე ვაქცინის შემოტანა არა მხოლოდ კოვაქსის პლატფორმით, ასევე სხვა საშუალებითაც. ამასთან დაკავშირებით პირველი ორი მიზანი ჯანდაცვის სამინისტროს უკვე დამუშავებული აქვს და გეგმა არსებობს. ორშაბათს საბჭოზე წარმოადგენენ გეგმას, რომელიც შემდგომ უკვე მთავრობაზე დამტკიცდება. ამიტომ, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის, რომ აქ რაიმე კითხვის ნიშნები არსებობდეს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ყველა ის ხარისხიანი ვაქცინა, რომელიც საერთაშორისო შესაბამისი ორგანიზაციების მიერ იქნება ავტორიზებული“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



3 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page