, 28 იანვარი, 2022
„პოლიტიკური პარტიები ჩემში ხედავენ უფრო დიდ საფრთხეს, ვიდრე სარგებელს. თქვენს სასარგებლო საქმეს ვაკეთებ, ნუთუ ვერ ხვდებით?! ამდენ ბოტებს და კვატებს რომ ასროლინებთ ჩემ წინააღმდეგ. მთავრობას ეშინია იმიტიმ, რომ უკონტროლო ვარ და შეიძლება არაღაცა ავტეხო. მაგრამ უნდა ვთქვა, – გიორგი ფხაკაძე სახელმწიფოს წინააღმდეგ არაფერს არ იზამს, რადგან მე ვარ ქართველი, მე მიყვარს ჩემი სამშობლო. ძალიან მარტივი პასუხი ყველას, გინდა ოპოზიციას, გინდა პოზიციას, – სახელმწიფოს წინააღმდეგ არაფერს ვიზამ. ჩემთვის მინისტრი არ არის სახელი, ეს არის თანამდებობა. მე ყოველთვის ვეხმარებოდი და მომავალშიც თუ მთხოვეს, დავეხმარები საქართველოს ჯანდაცვის ნებისმიერ მინისტრს. სახელმწიფოებრივი ხედვა რომ არ გვაქვს, მაგაშია პრობლემა”, – განაცხადა აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ ვიდეომიმართვისას.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
---
ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil
Comments