17/06/2021
ავტორი: ირინა დათაშვილი
„სრულიად ვეთანხმები ჩემს კოლეგას! ახალგაზრდა კოლეგები ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი! მე ვუსურვებ ჩემს კოლეგას გიორგი ღოღობერიძეს წარმატებას !!!
რამოდენიმე ვიდეო მაქვს ნანახი და საკმაოდ საინტერესოდ უხსნის მოსახლეობას სამედიცინო შემთხვევებს და რაც მე ვნახე სუბორდინაცია (რაც მედიცინაში არის მნიშვნელოვანი) ჰქონდა დაცული და პირველი წყაროები (მტკიცებულებით მედიცინაზე დგას თანამედროვე მედიცინა) აქვს მითითებული/ნახსენები.
ვუსურვებ საქართველოს, უფრო მატი ასეთი ახალგაზრდა კოლეგა ჰყავდეს სხვადასხვა მედიცინის დარგში …
თანამედროვე მედიცინა დგას: უწყვეტ სამედიცინო განათლებაზე მუდმივი ხარისხის გაუმჯობესებაზე დამოუკიდებელ სამედიცინო აკრედიტაციაზე“ წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე. გიორგი ღოღობერიძე აცხადებს -„ მართლა არ ვიცი, რატომ მიმიწვიეს ამ გადაცემაში, მაგრამ ძალიან საწყენი გახდა, როდესაც მიზეზი გადაცემის მსვლელობისას გავიგე.
„მართლა არ ვიცი, რატომ მიმიწვიეს ამ გადაცემაში, მაგრამ ძალიან საწყენი გახდა, როდესაც მიზეზი გადაცემის მსვლელობისას გავიგე. “პრაიმშოუს” გვერდზე იდო ეს ვიდეო, მაგრამ წაშალეს… ჩემ გარდა, კოვიდ პანდემიის დროს, ყველა იძლეოდა რჩევებს, აბსოლუტურად ყველა, განურჩევლად პროფესიისა, მაგრამ ამის მიუხედავად ჩემი გაშავება არჩიეს… არადა არც პოლიტიკური ინტერესი მქონია და არც- ფინანსური, მხოლოდ ხალხის დახმარება მინდოდა და მინდა. რეზიდენტი მალე აღარ ვიქნები, მაგრამ მაინც ძალიან მეამაყება, რომ “რეზიდენტის” სტატუსით გამოვდიოდი! მეწყინა ამგვარი დამოკიდებულება
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Comments