24/11/2021
ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე წერს, რომ ამჟამად მიმდინარეობს საღეჭი რეზინის გამოცდა, რომელმაც შესაძლოა, კოვიდთან წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი სიახლე შეიტანოს.
გიორგი ფხაკაძე: „როგორც ვამბობდი, პროგრესი მიმდინარეობს. ამის გარდა, კიდევ ბევრი საინტერესო, საიმედო და სასიხარულო ამბები გვექნება მსოფლიოს სამეცნიერო ცენტრებიდან. ✅ბევრი ადამიანი არ იცრება, ვინაიდან, უბრალოდ, ეშინია. მესმის და ეს გასაგებია, ეს ნორმალურია. და ზუსტად ამერიკაში ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, ექსპერიმენტულმა საღეჭი რეზინმა, (არ მოგესმათ, საღეჭი რეზინი), რომელსაც, რა თქმა უნდა, აქვს გარკვეული თვისებები, შესაძლოა 95%-ით შეაჩეროს კოვიდის ვირუსი, როცა ადამიანი ლაპარაკობს, და ახველებს. ეს არის ექსპერიმენტული, პირველი ეტაპი, მაგრამ საკმაოდ საიმედო შედეგებია. დეტალები ნახეთ ბმულში.
✅მე მჯერა, რომ 2022 წელი იქნება კოვიდის კონტროლის წელი და ჩვენ, კაცობრიობა, შევძლებთ მის კონტროლს❗️
ჯანმრთელობას გისურვებთ!..“
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comments