top of page

გიორგი ფხაკაძე: მალე, ალბათ, ფოსტის მტრედს გავატანთ წერილს, ჯანდაცვის სამინისტროში, დაგვარეგისტრირეთ

Writer: Giorgi PkhakadzeGiorgi Pkhakadze

04/07/2021

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალზე შექმნილ ხარვეზებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ძაან ამბავია ატეხილი ამ საიტის გაუმართაობაზე. ახლა ქალბატონმა გაბუნიამ თქვა, ქოლცენტრებით გავაკეთებთ რეგისტრაციასო.

მალე, ალბათ, ფოსტის მტრედს გავატანთ წერილს, ჯანდაცვის სამინისტროში, დაგვარეგისტრირეთ ვაქცინაციაზეო.

არავინ არ ამბობს ხმამაღლა რომ ეს სისტემა არის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ შექმნილი და ისინი მართავენ ამ სისტემას. არა მარტო ამ სისტემას კიდევ 22 ელექტრონულ სისტემას.

პასუხისმგებელი ამ სიტუაციაში არის მხოლოდ და მხოლოდ დაავადებათა კონტროლის ცენტრი.

კიდე რამდენი შეცდომა უნდა დაუშვან?

ყველაზე ძლიერი ანტივაქსერული ორგანიზაცია საქართველოში არის საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი, დამარწმუნეთ რომ ეს ასე არ არის“,- წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



 
 
 

댓글


Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page