top of page

გიორგი ფხაკაძე მის პროფესიულ გზაზე მომხდარ ყველაზე მძიმე ამბავს იხსენებს: "ჩემი მეგობრის მამა ვერ...

29/11/2021

“ვფიქრობ, ზოგადად წარმატება აგებულია შეცდომებზე, ადამიანი ვინც აკეთებს საქმეს, აკეთებს შეცდომებზე”, – ამის შესახებ პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ გადაცემაში “ნოესთან” განაცხადა და პროფესიულ გზაზე დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა.


“შეცდომებს ახლაც ვუშვებს, მაგრამ მე ჩემს სტუნდეტებს, რომელთაც 2007 წლიდან ვასწავლი, ვეუბნები, რომ შენ ექიმი ხარ მაშინ, როდესაც პირველი პაციენტი გარდაგეცვლება”,- თქვა ფხაკაძემ.


კითხვას, გარდაცვლილი პაციენტებიდან ყველაზე რთული შემთხვევა, რომელიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტს დღემდე აწუხებს, გიორგი ფხაკაძე ასე პასუხობს:

“ყველაზე რთული იყო, ჩემი მეგობრის მამა. ეს იყო ინდოეთში. ძალიან შეძლებული ბიზნესმენი ოჯახი იყო. ვმეგობრობდით, ყველას ვიცნობდი, ქორწილშიც ვიყავი…


ჩემი მორიგეობის დროს მოხდა ავარია. შემოიყვანეს ათი ადამიანი. ვიცანი, ჩემი მეგობრის დედა, მამა, ნათესავები…


ყველაზე რთული პროცესი იყო ის, რომ მამამის კარგად ვიცნობდი.


მამამისი ძალიან წყნარად იყო, ვთქვი, ვაიმე ხალხნო არ მომწონს-მეთქი. მოკლედ, ორჯერ გაუჩერდა გული. ერთხელ მოვაბრუნეთ, მე ვაკეთებდი გულის მასაჟს.


ჩემი კოლეგები მეუბნებოდნენ, გიორგი, გაჩერდი, აზრი არ არის.


ეს იყო ყველაზე რთული, რომ ჩემი მეგობრის მამა ვერ გადავარჩინე…


ამიტომ, ჩემს სტუდენტებს ვეუბნები, რომ შენ ექიმი ხარ, როდესაც შენ პირველი პაციენტი გარდაგეცვლება.


ექიმობა არ არის რაღაც რომანტიკოსობა – მე ექიმი ვარ, რადგან მერე უნდა გამოხვიდე და იმ შენს მეგობარს უთხრა, რომ მამაშენი ჩემს ხელში გარდაიცვალა”, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



2 views0 comments
Post: Blog2_Post
bottom of page