top of page

გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას ახალი შტამების შესახებ აფრთხილებს – „ახალი ვირუსები უფრო აგრესიულები...

01/06/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას მოსალოდნელი ახალი მუტირებული შტამების შესახებ აფრთხილებს და ამბობს, რომ სექტემბერში მეოთხე ტალღას უნდა ველოდოთ.

მისი განმარტებით, კორონავირუსისახალი შტამების გამოვლენა და მუტაცია მანამდე გაგრძელდება, ვიდრე დედამიწაზე ადამიანია და სიცოცხლე იქნება.

“სამხრეთ აფრიკული იქნება, ბრაზილიური, ამერიკული, ფრანგული თუ ახლა ვიეტნამურმა ამოყო თავი, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმსათვის, რომ ვირუსები კიდევ შეიცვლიან სახეს, მუტაცია იქნება, ეს ნორმალური პროცესია.

ტენდენციას ვხედავთ, ახალი ვირუსები უფრო აგრესიულები არიან, უფრო ადაფტირდებიან ადამიანზე და შედეგად ჩვენ გვაქვს ის, რომ ადრე თუ იყო მხოლოდ მაღალი ასაკის ადამიანებში იყო ვირუსის მსხვერპლი, უფრო რთულად გადაჰქონდათ ვირუსი, ახლა ეს პროცესი გაახალგაზრდავდა. სამხრეთ აფრიკული შტამი ვერაგია, სექტემბერში მეოთხე ტალღას უნდა ვლოდოთ,”- აცხადებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი.

ჟურნალისტის კითხვაზე, როდემდე შეიძლება გაგრძლედეს კორონავირუსის მუტაცია და ახალი შტამების გამოვლენა, გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ პროცესი უსასრულოდ გაგრძელდება, ვიდრე დედამიწაზე ადამიანები იცოცხლებენ.

“ვირუსები სულ არის, ეს ახალი არის, ყოველ 100 წელიწადში გვაქვს აფეთქება და ახლა არის ეს დრო. 100 წლის წინანდელთან განსხვავებით, ჩვენ გვაქვს მეცნიერება, წამლები და მაგალითად, კორონავირუსი100 წლის წინ რომ ყოფილიყო, ნამდვილად ეს იქნებოდა სასიკვდილო განაჩენი დედამიწისთვის. არაერთი ეფექტური ვაქცინა გვაქვს და დარწმუნებული ვარ, წლის ბოლომდე წამლებიც დაგვეხმარება პროცესის მართვაში,”-განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil






1 view0 comments
Post: Blog2_Post
bottom of page