top of page

გიორგი ფხაკაძე მშობლებს: ბავშვმა დღეში მინიმუმ 45 წუთი უნდა ისეირნოს, ეს წყლის დალევის ტოლფასია

12.01.2021 ImediNews



გიორგი ფხაკაძე მშობლებს რეკომენდაციებით მიმართავს. ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია ბავშვების ყოფნა ჰაერზე დღეში მინიმუმ 45 წუთი, მოზარდებმა დიდი დრო ბუნებაში უნდა გაატარონ.

„ბავშვებმა რაც შეიძლება მეტად უნდა დახარჯონ კალორიები, უნდა ირბინონ, უნდა გავიდეთ გარეთ. პრობლემაა პირბადის ტარება. რა თქმა უნდა, როცა დარბიხართ, პირბადე არ უნდა გამოიყენოთ, სპორტის დროს პირბადე არ უნდა გამოიყენოთ. როცა ადამიანი დარბის, კარგია დისტანცია იყოს 4 მეტრი და არა 2 მეტრი.

მინიმუმ 45 წუთი დღეში ბავშვმა უნდა ისეირნოს. ეს წყლის დალევის ტოლფასია. რაც უფრო მეტია, მით უფრო უკეთესია, რაც უფრო მეტ ხანს იქნება გარეთ, ირბენს, მით უკეთესია“, - აცხადებს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

Source: https://imedinews.ge/ge/sazogadoeba/181724/giorgi-pkhakadze-mshoblebs-bavshvma-dgeshi-minimum-45-tsuti-unda-iseirnos-es-tsklis-dalevis-tolpasia

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page