09/07/2021
ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ კორონავირუსის ახალი ვარიანტების, მათ შორის „ლამბდა“ ვარიანტის შესახებ „დღის კურიერის“ ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, აღნიშნული ვარიანტი უკვე გავრცელებულია 30-ზე მეტ ქვეყანაში და მისი გავრცელების ტემპი საკმაოდ მაღალია.
2 დოზა ჩინურის შემდეგ ბუსტერის სახით უნდა იყოს „ფაიზერი“ – გიორგი ფხაკაძე
„შორეული ნათესავია ინდური შტამის. ძირითადად ლათინურ ამერიკაში ვრცელდება. ძირითადი 4 ვირუსია და ინდოეთში არის ქვე-ვირუსები. ყველაზე საშიში, რომელზეც ვიძახი, რომ ხალხი ფრთხილად უნდა იყოს, ეს არის K404N, რომელიც მართლა საშიშია და ადამიანი რეანიმაციაში ხვდება 3 დღეში, ეს ვარიანტები გაგრძელდება, სანამ ჩვენ არ გავაჩერებთ ამ ვირუსს და გაჩერების საშუალება არის ძალიან მარტივი, სამედიცინო პირბადე, არანაირი თავშეყრის ადგილები და ვაქცინაცია,“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
წყარო: https://old.primetime.ge/giorgi-fkhakadze-pandemiis-shecherebis-3-mtavar-printsipze-saubrobs/
Comments