top of page

გიორგი ფხაკაძე: „რას ჰქვია, “ფინანსურად არ გვიზარალია”?მინისტრს ჰგონია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო კარ

Writer's picture: Giorgi PkhakadzeGiorgi Pkhakadze

23 მარტი, 2022

„აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს:

„საქართველოს სჭირდება ჯანდაცვის სამინისტრო, რომელიც ამჟამად არ გვაქვს. ეს არის კლასიკა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჯანდაცვის მინისტრს უნდა ჰქონდეს სამედიცინო განათლება და ექიმად მუშაობის გამოცდილება. მინისტრს ჰგონია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო კარტოფილის ბოსტანია ?! ვინმე მრჩეველი აღარ დარჩა ახლომახლო? რას ჰქვია, “ფინანსურად არ გვიზარალია”? ჯანდაცვაში ზარალი ითვლება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობით. ადამიანი კარტოფილი არ არის, ბატონო მინისტრო. ამ განცხადებით თქვენ აჩვენეთ თქვენი და თქვენი გუნდის არაკომპეტენტურობა. ”პოლიტიკური” შეფერილობებისგან გთხოვთ, თავი შეიკავოთ კომენტარებში, გინდა ლურჯი იყო, გინდა წითელი პროფესიონალიზმი და კომპეტენცია არის ამაზე მაღლა, რასაც ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ. ამ ქვეყანას სჭირდება ჯანდაცვის სამინისტრო(ამჟამად ასეთი არ გვაქვს). მინისტრი უნდა იყოს არაპარტიული, არაკორუმპირებული, ექიმი ტექნოკრატი”.


ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გაუხარჯავი ვაქცინის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ძველი ვაქცინები ნაჩუქარია და სამინისტროს ფინანსურად არ უზარალია.


---


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD



---


ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil




5 views0 comments

Commentaires


Post: Blog2_Post
bottom of page