top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

გიორგი ფხაკაძე -„ როდესაც ქართული ვაქცინაციის გეგმა წავიკითხე, შემრცხვა – ვაქცინა უნდა ვიყიდოთ...

05/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი



„2021 წელს საქართველოში ვაქცინაცია ვერ დასრულდება. საქართველოში უნდა ჩამოვიდეს მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული ვაქცინა.


როდესაც ქართული ვაქცინაციის გეგმა წავიკითხე, შემრცხვა. ვაქცინაციის დასრულება ნიშნავს – 85%-ის აცრას. ეს ეროვნული გეგმა, რომელიც არის ვაქცინაციის, -მე, როგორც ექსპერტი ამ სფეროში, ვამბობ, – ეს გეგმა არ ვარგა. იქ არის იმდენი შეცდომები, ჩემთან რომ მოვიდეს ასეთი გეგმა და ახლა ამაზე ვმუშაობ ზუსტად, ქვეყნები აგზავნიან ასეთ გეგმებს, პირდაპირ ვამბობ, – ესა და ეს გაკლია. როდესაც წავიკითხე ქართული გეგმა, შემრცხვა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ მაქვს უფლება – ჩავერიო, რადგან ეს არის ინტერესთა კონფლიქტი.


სხვა რამეს ჩვენ ხელი არ უნდა მოვკიდოთ. ბევრი არაოფიციალური ვაქცინა იყიდება, მათ შორის, ჩინეთშიც. გვახსოვს, – საქართველომ ვერ დაადგინა პირბადის ხარისხი, შესაბამისად, მას ძალიან გაუჭირდება ვაქცინის ხარისხის შემოწმება. შესყიდვის კუთხითაც, ვაქცინა უნდა ვიყიდოთ პირდაპირ ქარხნებისგან.


მოლაპარაკებები პოტენციურ მწარმოებლებთან უნდა დაწყებულიყო 5-6 თვით ადრე, სამწუხაროდ, ეს არ მომხდარა.სწორედ ქვეყნის პირველ პირებს აკისრებმა უნდა დაამყარონ კონტაქტი ქარხნებთან, მოქმედება კი უნდა იყოს დროული.ჯდომით არაფერი არ გაკეთდება, ჩვენ უნდა ვიყოთ პროაქტიურები. დრო უკვე დაკარგულია.


საჭირო იყო საქართველოს მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნებთან სახელმწიფოს პირველი პირების ჩართულობით ეწარმოებინა, რათა ვაქცინა მიეღო. , საქართველოს ყველაზე დიდი შანსი ისრაელისგან, მისი მეგობარი ქვეყნისგან, მიღების შესაძლებლობა ჰქონდა, რომელიც არ გამოიყენა”,- განაცხადა ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ „ფორმულას” ეთერში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


3 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page