top of page

გიორგი ფხაკაძე: „რომელი ვაქცინა ჯობს?“

30/08/2021

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე აქვეყნებს პოსტს, სახელწოდებით „რომელი ვაქცინა ჯობს“ და ამ თემაზე საკუთარ მოსაზრებებს ვრცლად გვაცნობს.

„რომელი ვაქცინა ჯობს ?!

✅მე ჩემს მეგობრებს ვურჩევ ფაიზერს (Pfaizer) და რატომ:

📌ყველაზე უსაფრთხო ვაქცინაა მსოფლიოში დღესდღეობით.

📌ყველაზე ეფექტურია დელტა (ინდური) ვარიანტის წინააღმდეგ (88-64% გააჩნია ასაკს/ ჯანმრთელობის სტატუსს და ასე შემდეგ)

📌ყველაზე დიდხანს ინარჩუნებს მაღალეფექტურობას (თვეში მხოლოდ 2.3% ეფექტურობას კარგავს). და ამიტომ 6-8 თვეში მე-3 დოზა (ბუსტერი) არის საჭირო, რომ ეფექტურობა 94-96% აწიოს მომდევნო თვეებში.

📌ერთადერთი ვაქცინაა, რომელიც არის სრულიად აღიარებული (დამტკიცებული/აკრედიტებული) მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მარეგულირებლის, ამერიკის წამლის სააგენტოს მიერ. 📌ყველაზე ბევრი კვლევა არის ჩატარებული ამ ვაქცინაზე და რაც მთავარია, სხვადასხვა ქვეყანაში, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და აღიარებული მკლევარების მიერ (არაფერი რომ არ გამოეპარებათ, ისეთების მიერ).

✅100% დაცვა არც ფაიზერს აქვს, სამწუხაროდ 😞 ფაიზერი არ არის “მაგიური უკვდავების ელიქსირი”:

✅დიახ, ფაიზერით ვაქცინირებული ადამიანები შესაძლოა, დაინფიცირდნენ (12-36% გააჩნია ასაკს და ჯანმრთელობის მდგომარეობას)

✅დიახ, ფაიზერით ვაქცინირებული ადამიანი შესაძლოა მოხვდეს საავადმყოფოში (დაახლოებით 2%)

✅დიახ ფაიზერით ვაქცინირებულ ადამიანს შესაძლოა, ჰქონდეს უკურეაქცია (დაახლოებით 0.001%)

✅დიახ, ფაიზერით ვაქცინირებული ადამიანი შესაძლოა, გარდაიცვალოს (დაახლოებით 0.15%)

✅ზუსტად მინიმუმამდე რომ შევამციროთ ზემოთ ჩამოთვლილი ციფრები, საჭიროა ვაქცინაციის შემდეგ დავიცვათ დისტანცია, დაიბანოთ ხელები, გაანიავოთ შენობები და გამოიყენოთ სამედიცინო პირბადე❗️

✅აიცერით ფაიზერით, სანამ ის ხელმისაწვდომია“.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/giorgi-fkhakadze-romeli-vaqcina-jobs



0 views0 comments
Post: Blog2_Post
bottom of page