top of page

გიორგი ფხაკაძე საავადმყოფოების „გაშავებას“ იწყებს

24/03/2021

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საავადმყოფოების „გაშავებას“ იწყებს, ამის შესახებ ის ვიდეოჩართვაში საუბრობს.

„ვებ-გვერდი უკვე გავაკეთე, ბლოგის ნაწილი. თუ თქვენ რომელიმე საავადმყოფოში იყავით, უნდა მიუთითოთ მისი სახელი და შეაფასოთ 5-ბალიანი სისტემით. კარგი – 5, ცუდია – 1. შემდეგ აგვიხსენით, რატომ არის კარგ ან ცუდი აღნიშნული საავადმყოფო.


თუ ფიქრობთ, რომ ინფორმაცია, რომელიც უნდა გააჟღეროთ ამ საავადმყოფოს შესახებ არის კონფიდენციალური და არ გინდათ, რომ ჩემს გარდა არავინ იცოდეს, პირობას ვაძლევ, რომ ვინც მენდობა და გამოაგზავნის ინფორმაციას, ჩემს გარდა ვერავინ ნახავს.

თქვენ გამოგზავნით იმეილზე და შემდეგ მე თქვენს ნაცვლად განვათავსებ. არ გინდათ „ვეფხისტყაოსანი“, მე არ ვარ სამხარაულის ექსპერტიზა, მოკლედ მოგვწერეთ. თუ გაქვთ ფოტო/ვიდეო მასალა, ესეც მიამაგრეთ. პოლიკლინიკაა ეს, სტომატოლოგიური კლინიკა, ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულება, აფთიაქებს ჯერ არა, მერე მივხედავ. ასე დავიწყებთ საავადმყოფოების გაშავებას, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ბევრიც გამწვანდება. მწვანე საავადმყოფო კარგია, მწვანე – ცუდი, ყვითელი – გზაშია. წითელი კიდევ კარგია, უნდა გავაშაოთ, როგორც შავი სია“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



6 views0 comments
Post: Blog2_Post
bottom of page