20/08/2021

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საველე ჰოსპიტალში ცხრა პაციენტის განთავსების ამბავს ეხმაურება და წერს, რომ ეს ბრძოლა წაგებულია.
„საველე ჰოსპიტალი ამუშავდა დღეს,
ჩვენ ყველამ წავაგეთ დღეს… დიახ, ეს ბრძოლა წაგებულია…. დამნაშავე ვინ არის, ჩემზე უკეთ იცით …
ვინც ნებისმიერ ხალხმრავალ შეკრებას აწყობს, არის ქვეყნის მოღალატე.
ვინც ნებისმიერი სახით ეწინააღმდეგება ვაქცინაციას, ის არის ქვეყნის მოღალატე.
სამედიცინო პირბადეს ვინც ყიდის დღეს 10 თეთრზე მეტად, უბრალოდ, ქვეყნის მოღალატეა.
დღეს წავაგეთ ბრძოლა…. მაგრამ ომი ჯერ არ წაგვიგია
ერთად უნდა გავიმარჯვოთ ამ ომში!..“
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Komentarji