top of page

გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას აფრთხილებს

14/07/2022

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

"იმდენი “ექსპერტი” საუბრობს ადამიანის იმუნურ სისტემაზე, გეგონება ჩვენი იმუნიტეტი “კარტოფილია”. ან კიდევ ეს უაზრო ფრაზები: “ამდენმა ნეგატიურმა ინფორმაციამ იმუნიტეტი დამიქვეითა”, “ტკბილი ტყუილი მირჩევნია - ასე იმუნიტეტი გამიძლიერდება” და ასე შემდეგ… აქ აღარ დავამატებ “ექსპერტების” მიერ შემოთავაზებულ “იმუნიტეტის გამაძლიერებელ წამლებს/ვიტამინებს”. ეს ხომ კიდევ ცალკე ფულის კეთების საშუალებაა საქართველოში…

ეს მხოლოდ შეხსენებაა, რომ იმუნური სისტემა არ არის მხოლოდ #ანტისხეულები. იგი მოიცავს ორ ნაწილისგან, რომლებიც ერთობლივად ფუნქციონირებენ ყოვლისმომცველი დამცავი იმუნური პასუხის უზრუნველსაყოფად:

1) თანდაყოლილი #იმუნური სისტემა მოიცავს #ნეიტროფილებს, #მაკროფაგებს და #მასტოციტებს, რომლებიც რეაგირებენ წუთებიდან საათებში კომპლემენტის აქტივაციის დახმარებით და

2) ადაპტური იმუნური პასუხი, რომელსაც უზრუნველყოფს #ლიმფოციტები, რომლებიც ზუსტად ცნობენ უნიკალურ #ანტიგენებს (Ag) უჯრედის ზედაპირის რეცეპტორების მეშვეობით. #ციტოკინები (CK). იმუნოლოგიური მეხსიერება #ანტიგენებ Ag-თან შეხვედრის შემდეგ იძლევა უფრო სწრაფ და გაძლიერებულ რეაქციას შემდგომ ექსპოზიციაზე.

ახლა ხომ ყველაფერი გაიგეთ, რა არის იმუნური სისტემა?! და თუ რაიმე ისეთი კომენტარის დაწერას აპირებთ, ეს ნიშნავს, რომ ვერაფერი გაიგეთ იმუნური სისტემის შესახებ…. აღიარეთ, რომ ვერ გაიგეთ და უაზრო კომენტარებსაც ნუ აკეთებთ. მოუსმინეთ დარგის სპეციალისტებს…ჯანმრთელობას გისურვებთ…", - წერს ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



8 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page