top of page

გიორგი ფხაკაძე: საქართველოს მთავრობამ მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება, როდესაც საზღვრები ჩაკეტა

08.04.2020 ImediNews

გიორგი ფხაკაძე: საქართველოს მთავრობამ მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება, როდესაც საზღვრები ჩაკეტა და კარანტინი გამოაცხადა


საქართველოს მთავრობამ მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება, როდესაც საზღვრები ჩაკეტა და კარანტინი გამოაცხადა, - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძე “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში კარანტინი საზღვრების ჩაკეტვისთანავე უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა განმარტავს, რომ ეს ლოგისტიკურად არ იქნებოდა მარტივი.

„როდესაც საზღვრები ჩაიკეტა, ჩემი დაჟინებული თხოვნა იყო და ამის შესახებ ყველა ექსპერტს ვესაუბრე, რომ კარანტინი მთელ ქვეყანაში რაც შეიძლება მალე გამოეცხადებინათ. მესმის, რომ ეს ლოგისტიკურად ალბათ, არ იყო მარტივი და ამიტომაც ცოტა დააგვიანეს კარანტინის გამოცხადება, მაგრამ, რაც ახლა ხდება საქართველოში, იქნება ეს ფინანსური მხარე თუ სხვა ტექნიკურ საკითხები, ყველანაირად სწორი იყო ეს გადაწყვეტილება. სწორედ ამ გადაწყვეტილებამ მისცა ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას მომზადების საშუალება“ - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 50 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

Source: https://imedinews.ge/ge/covid19/135828/giorgi-pkhakadze-saqartvelos-mtavrobam-miigo-dzalian-stsori-gadatskvetileba-rodesats-sazgvrebi-chaketa-da-karantini-gamoatskhada

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page