top of page

გიორგი ფხაკაძე: „საქართველოს მთავრობა ძალიან კარგად ასრულებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის...

Writer's picture: Giorgi PkhakadzeGiorgi Pkhakadze

02/02/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი




„ჩვენი მთავრობა ძალიან კარგად ასრულებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს. პირველივე ტალღიდან ასე ხდებოდა, ამიტომ, თითქმის ვერ ვიგრძენით პირველი ტალღა. როდესაც ჩვენ არ დავუჯერეთ ჯანმოს, მივიღეთ ნოემბერი, ჩვენთან არჩევნები იყო და იცით რაც მოხდა.


საქართველოს მთავრობა მიჰყვება ჯანმოს რეკომენდაციებს. უნდა ვაღიაროთ, -პანდემია არ აპირებს არსად წასვლას, გვექნება მეტნაკლებად მსუბუქი ზაფხული, არ გვექნება ბევრი სიკვდილიანობა, გავრცელება იქნება, თუმცა, არა მძიმე. ამისათვის, ქვეყანა მზად უნდა იყოს, ის ქმედებები, რასაც ახლა აკეთებს სახელმწიფო, არის ორი მიმართულებით. ერთი არის – სუფთა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით სწორი მიმართულება, მეორე, – როგორ ვიცხოვროთ კოვიდთან ერთად. აი მეორეს, ჩვენ ვერ ვასრულებთ, ვამბობთ, დაველოდოთ და ყველაფერი დაუბრუნდება ძველებურ სიტუაციას, აღარ იქნება ისე, როგორც იყო ადრე“, -განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ. „რუსთავი2“-ის ეთერში.


Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა.


საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც Pfizer-ის ვაქცინას მიიღებს.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



2 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page