top of page

გიორგი ფხაკაძე: ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ უნდა გავაკეთოთ ის, რასაც გიორგი ფხაკაძე ამბობს

07/10/2021

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე პოზიტიურად აფასებს ვაქცინაციის საბჭოს გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში სრული ვაქცინაციიდან 6 თვის შემდეგ 50 წელს გადაცილებულ პირებს “ბუსტერ” დოზის გაკეთება შეუძლიათ.



ვაქცინაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გიორგი ფხაკაძემ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” შეაფასა და აღნიშნა, რომ ბუსტერ დოზის მნიშვნელობაზე ის რამდენიმე თვის განმავლობაში საუბრობდა და იმედი აქვს, რომ მის რეკომენდაციებს მომავალშიც გაითვალისწინებენ.


“მოდით, ვაღიაროთ, ჩვენ ვერ ვმართავთ ამ პროცესს და ამას აქვს ძალიან ბევრი მიზეზები, მაგრამ პოზიტიური ძვრებიც გვაქვს. გიორგი ფხაკაძემ პირველი თქვა, რომ ბუსტერი არის ქვეყანაში გასაკეთებელი და ამდენი თვე დაჭირდა ქვეყანას მიეღო სწორი გადაწყვეტილება, თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ეს მიხარია.

ასევე, სწორი გადაწყვეტილებაა, რომ „ჯონსონ და ჯონსონის“ შემოტანა აღარ იქნება. უფრო კარგი იქნებოდა, ყველა დაბალი ეფექტურობის ვაქცინები ამოღებული იყოს ქვეყანაში და გვექნებოდა, ერთი, ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინა – “ფაიზერი“. დარწმუნებული ვარ, აქამდეც მივალთ.

ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ როდესაც გიორგი ფხაკაძე ამბობს რაღაცას ვაქცინებთან დაკავშირებით, უნდა გავაკეთოთ ის, რასაც გიორგი ფხაკაძე ამბობს. ამას ვამბობდით რამდენიმე თვის წინ. საბოლოო ჯამში, ის ხალხი, რომელიც მლანძღავდა და შეურაცხყოფას მაყენებდა, რაღაც უაზრო სტატიას წერდნენ, ახლა ლაპარაკობენ, თურმე კარგი არის [ბუსტერ დოზა].


გამოსავალი მარტივია. დღეს ჩვენ უნდა გადავიდეთ ერთ ვაქცინაზე – “ფაიზერზე“.

რაც შეეხება ბუსტერს, ყველა ადამიანი, ვინც არის დაბალი ეფექტურობის ვაქცინებით აცრილი- ჩინურებით და “ასტრაზენეკას” ჩათვლით, ჩემი რეკომენდაციაა და იმედია გაითვალისწინებენ, რომ ერთ თვეში ამ ადამიანებს ჰქონდეთ საშუალება აიცრან „ფაიზერის“ ვაქცინის ორივე დოზით.

ძალიან რთული თვეები მოდის და ჩვენ უნდა გადავიდეთ ერთ ვაქცინაზე. ყველა მოსახლეს საქართველოში, ვინც აიცრა დაბალი ეფექტურობის ვაქცინით მიეცეს საშუალება აიცრან ორჯერ “ფაიზერის” ვაქცინით.


ბუსტერი აუცილებელია. ის ადამიანები, ვინც აცრილები არიან “ფაიზერით“, მაგრამ აქვთ სხვადასხვა ტიპის ქრონიკული დაავადებები, განსაკუთრებით იმუნურ სისტემაზე აქვთ პრობლემები, მათ მესამე დოზა უნდა მიეცეთ 28 დღის პერიოდში.


ვისაც არ აქვს მძიმე ქრონიკული დაავადებები, 6 თვის შემდეგ უნდა იყოს ბუსტერი, მაგრამ არა ჩინურით, არამედ მხოლოდ „ფაიზერით“,- განაცხადა გიორგი ფახაკაძემ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა”.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



1 view0 comments

Commenti


Post: Blog2_Post
bottom of page