top of page

გიორგი ფხაკაძე – “ჩინურ ვაქცინას თუ გაიკეთებთ, მიქელასთან და რატიანთან თავს არ ამოჰყოფთ”

12/05/2021



აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ვაქცინის შესახებ საუბრობს:


“ჩინურმა ვაქცინამ სიკვდილიანობა დაწია ქვევით. ანუ ჩინური ვაქცინა ვაქცინა კი არ არის, ეს არის წამალი, რომელიც გეხმარებათ თქვენ, რომ არ ამოყოთ თავი რეანიმაციაში.

ჩინური ვაქცინა არის ეფექტური 18-დან 59 წლამდე. 60 წლის ზევით მისი გაკეთება რეკომენდებული არ არის. ეს ვაქცინა 18-დან 59 წლამდე სიკვდილიანობას ამცირებს – თუ თქვენ დაგემართათ ვირუსი, არ ამოჰყოფთ თავს რეანიმაციაში რატიანთან.


თუ თქვენ გაქვთ ფილტვების რაიმე დაავადება და დაგემართათ კოვიდი, რატიანთან კი არა, პირდაპირ მიქელთან ამოჰყოფთ თავს. ამიტომ, თუ გაქვთ ისეთი დაავადება, რომელიც კოვიდის შემთხვევაში დიდ პრობლემებს შეგიქმნით, უნდა გაიკეთოთ ჩინური ვაქცინა, რომ არ ამოჰყოთ თავი რატიანთან და მიქელასთან.


მაგრამ ის, რომ თქვენ გაიკეთოთ ეს ჩინური ვაქცინა და მერე მოიხსნათ პირბადე და თავისუფლად იყოთ, კოვიდი აღარ დამემართებაო, ეს ტყუილია. ეს ვაქცინა თქვენ კოვიდისგან არ გიცავთ.”



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе






Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil





5 views0 comments

Commentaires


Post: Blog2_Post
bottom of page