top of page

გიორგი ფხაკაძისეული მწარე სიმართლის ჩართვები...

30/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ გვჭირდება ხარისხიანი ჯანდაცვა, არა რაოდენობრივი, არამედ ხარისხიანი...


გიორგი ფხაკაძისეული მწარე სიმართლის ჩართვები...

27/05/2021


„მოდი, ასე დავარქვათ ჩვენს საუბრებს:

გიორგი ფხაკაძისეული მწარე სიმართლის ჩართვები

1.დავიწყოთ ვაქცინაციით - რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ დაანონსებულ 1 მილიონი "ფაიზერის" ვაქცინის შემოტანას, ძალიან კარგია, მაგრამ შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოსახლეობის ვაქცინაციისთვის მინიმუმ 4 მლნ დოზაა საჭირო. ისიც გვახსოვდეს, რომ აცრა ჯერ ორჯერაა საჭირო, ხოლო ბოლო მეორე დოზიდან 5 თვის შემდეგ მესამე დოზაა გასაკეთებელი. სად არის ვაქცინების ეს რაოდენობა?

2.აქამდე რაც იყო შემოტანილი და გაკეთებული 10 000-20 000 დოზა, ეს ვაქცინაცია არ არის. იმისათვის, რომ მოსახლეობის 70% იყოს დაცული, საჭიროა მოზრდილი მოსახლეობის (18 წელზე ზევით)_ 85%-90%-ის აცრა. ვაქცინა უნდა იყოს უსაფრთხო და ეფექტური. ჩვენ კი არც კარგი ვაქცინა გვაქვს და არც საჭირო რაოდენობა.

3.კიდევ ერთი პრობლემა - წამოვიდა კვლევები მსოფლიოს მასშტაბით, რომ ვინც პირველი დოზა გაიკეთა, იმ ადამიანების 8-10% მეორე დოზას აღარ იკეთებს. მოგმართავთ მათ, ვინც ვაქცინა უკვე გაიკეთეთ - თუ დაიწყეთ ვაქცინაცია, უნდა დაამთავროთ პროტოკოლის მიხედვით, თუ არადა სხვა გამოწვევვების და პრობლემების წინაშე დავდგებით.

4.რაც შეეხება ჩინურ ვაქცინას, ჩემი პოზიცია უცვლელია - ჩინური ვაქცინა საქართველოში არაეფექტურია, რადგან აქ უკვე 90% ბრიტანული შტამი ცირკულირებს, რომელზეც ჩინური ვაქცინა არ მუშაობს. გადახედეთ, თურქეთში რა ხდება. მთელი თურქეთი დაიკეტა, კოვიდაფეთქებაა, მანდ ჩინური ვაქცინით აიცრნენ. დასკვნა თავად გააკეთთ.

5.საქართველოში მოსახლეობით მანიპულაცია ხდება. ჩემი დასკვნაა, რომ ქვეყანაში ანტივაქსერული მოძრაობა მთავრობიდან მოდის. ნუთუ ვერ ხვდებით? ვაქცინა რომ ვერ შემოაქვთ, ხელს უწყობენ ანტივაქსერულ მოძრაობას. პოლიტიკოსები ადამიანების სიცოცხლეზე პოლიტიკურ თამაშს თამაშობენ.

6.დაფიქრდით, რას აკეთებენ - ვაქცინა ფიზიკურად ვერ ჩამოაქვთ, მაგრამ ქმნიან ფონს, რომ ჩამოტანილი რამდენიმე ათასი ვაქცინით ვითომ ვაქცინაცია დაიწყო, ამის პარალელურად ანტივაქსერები ტელევიზიებში და სოცქსელებში აკეთებენ ანტივაქსერულ პროპაგანდას. ძალიან ჭკვიანურადაა ორგანიზებული ყველაფერი. ამ ბოლო დროს ტელეკომპანია „იმედზე“გასული გადაცემა „პრაიმშოუ“, სადაც გაქანებული ანტივაქსერული პროპაგანდა მიდიოდა, იყო კულმინაცია. გასაგენი გახდა ყვეკაფერი, ვინ ვის რას უკვეთავს და რატომ.

7.სხვათა შორის იმედზე კარგი გადაცემებიცაა, მაგარლითად, „ფეიკნიუსი“.

8.ვირუსის შეჩერების მხოლოდ ორი მოდელია მსოფლიოში. ან ვაქცინაცია (როგორც ისრაელში და ბრიტანეთში), ან ჩაკეტვები (მაგალითად, ჩინეთში). სხვა მოდელი არ არსებობს. საქართველოში კი არის ვითომ ჩაკეტვები და ვითიმ ვაქცინაცია. სინამდვილეში კი არც ერთს არ აკეთებენ.

9.სხვათა შორის, ძალიან გაბრაზებული ვიყავი დაავადებათა კონტროლის ცენტრზე. ვფიქრობდი, როგორ შეიძლება, რომ გამოცდილმა ეპიდემიოლოგები ვერ ხედავდნენ, რა ხდება. აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში არიან პოლიტიკურად ანგაჟირებულნი, ასრულებენ პოლიტიკურ დავალებას. რადგანაც ქვეყანაში ჩავარდნილია საერთაშორისო ურთიერთობები და ხელისუფლებას ვაქცინა ვერ ჩამოაქვს და ყველაფერი კეთდება. რომ ეს სიტუაცია „გაპრავდეს“.

10.მინდა, ვცდებოდე, მაგრამ არ მაძლევენ საშუალებას, რომ გიორგი ფხაკაძე შეცდეს და ამ ბოლო დროს რასაც ვამბობ, ყველაფერი ხდება.

11.მე არც ერთი პოლიტიკური პარტიის მომხრე არა ვარ. გულწრფელად გეტყვით, ვერც ერთ პოლიტიკურ პარტიაში ვერ დავინახე ისეთი ხალხი, რომ, მაგალითად, დავურეკო და ვუთხრა, მომწონს , რასაც აკეთებთ, მინდა შემოგიერთდეთ და ქვეყნისთვის რაღაც სასიკეთო გავაკეთოთ, რით შემიძლია დაგეხმაროთ-თქო. იქნებ აწი მაინც ვინმე გამოჩნდეს. ქვეყანაში გვაქვს ორი პრობლემა - რუსეთი და კოვიდი, პოლიტიკოსები კი ამ დროს ერთმანეთს ხოცავენ. ადამიანი ქართულ პოლიტიკას ვერ ვიგებ!

12.მთავრობასთან შექმნილ საბჭოებზე, ვაქცინაციის საბჭო და კიდევ იმ 82 ექსპერტზე, რომელმაც ვაქცინაციის გეგმა დაწერა, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა - ეს ყველაფერი ოდესმე დამთავრდება და შემდეგ როგორ აპირებთ ხალხისთვის თვალებში შეხედვას?! მე თვალებში ყველას თამამად შევხედავ, მე დასამალი არაფერი არ მაქვს.

13.შემდეგი საკითხი - რაც შეეხება კოვიდპასპორტს, ეს არის მსოფლიო აფიორა, ფულის გაკეთების და კორუფციის წყარო. საქართველოში რომ ვაქცინაციის საბუთს ქაღალდზე წერენ, ეს საერთოდ ნონსენსია, თანამედროვე მედიცინაში ყველაფერი უნდა იყოს ელექტრონული.

14.დავუბრუნდეთ კოვიდპასპორტს - შეკითხვა მაქვს, რამხელა ვალიდურობა აქვს ვაქცინებს?! მაგალითად, ერთმა გაიკეთა ასტრაზენეკა, მეორემ ფაიზერი და მესამემ ჩინური. ერთი იქნება დაცული 90%-ით, მეორე - 70%, მესამე - დაახლოებით - 25%. სამივესთან სხვადასხვაა რისკი, რომ ვირუსი გაავრცელონ და ერთნაირი პასპორტი უნდა მივცეთ? ან კიდევ, იმ ადამიანს რას ვიშვებით, ვინც კოვიდი უკვე გადაიტანა? არ ვაძლევთ პასპორტს? მე, მაგალითად, ამ 4 ადამიანიდან პასპორტს მხოლოს იმას მივცემდი, ვინც გადაიტანა კოვიდი და ვინც ფაიზერით აიცრა.

15.რაც შეეხება ინდოეთს, ჩემი ვარაუდითმ საქართველოში ინდური შტამი უკვე შემოსულია. მალე, ალბათ, ოფიციალურადაც დამეთანხმებიან, ხომ გახსოვთ, იანვარში რომ ვთქვი, ბრიტანული შტამი შემოვიდა-თქო, გამლანძღეს, დღეს კი თვითონვე ამბიბენ, რომ ბრიტანული შტამი 90%-ითაა გავრცელებული.

16.თურქეთმა ქვეყანა ჩაკეტა. მათ ეკონომიკს ძალიან სჭირდებოდა ტურისტები, მაგრამ ჩაკეტეს. დაფიქრდით. თურქეთი, რომელიც ძალიან ბიზნესორიენტირებული ქვეყანაა, თურქეთის მთავრობა, რომელიც ძალიან ორიენტირებულია ტურიზმზე, ჩაკეტვის გადაწყვეტილებას იღებს. არ დაგავიწყდეთ, თურქეთში მასიურად ხდებოდა ვაქცინირება ჩინური ვაქცინით.

17.რაც შეეხება ინდოეთს, ჩატარდა არაერთი კვლევა, რამაც აჩვენა, რომ რეალურად კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 30-ჯერ მეტია, ვიდრე ტესტირების შედეგადაა გამოვლენილი.

18.ინდოეთში ახალი შტამი ვრცელდებოდა ოქტომბრიდან, მაგრამ გარკვეულმა შტატებმა დამალეს სტატისტიკა, რადგან 5 შტატში არჩევნები იყო ჩასატარებელი. ასევე ჩატარდა დიდი რელიგიური დღესასწაული. ესეც პოლიტიკური ნაბიჯი იყო, თითქოს ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა და ყველაფერი უსაფრთხოა. 5 შტატში ჩატარებული არჩევნებისა და ამ დიდი რელიგიური რიტუალის გამო ქვეყანაში აფეთქდა ეპიდსიტუაცია. ეს არის მწარე მაგალითი, როგორ არ უნდა მოიქცნენ ქვეყნები.

19.ვინაიდან ინდოეთის მთავრობა მალავდა ვირუსის სტატისტიკას პოლიტიკური მიზეზების გამო, ოქტომბრიდან ინდოეთის მოქალაქეები მთელ მსოფლიოში მოგზაურობდნენ და გადაჰქონდათ ვირუსი. დღეს უკვე 20 ქვეყანაში დაქფისირდა ეს ვირუსი, ჩვენთან ლაბორატორიებმა რომ კვლევები დაიწყონ, ამ ვირუსს იპოვიან. საქართველოში აფეთქება იმიტომაა, რომ გვაქვს ინდური და ბრიტანული შტამი ერთად.

20.საქართველოში ბევრმა საავადმყოფომ უკვე იცის, როგორ მართონ კოვიდპაციენტები, არ არის დიდი სიკვდილობა, მაგრამ უკვე გადაივსო კლინიკები, არ არის საკმარისი ჟანდგბადი. რამდენი ხნის წინ ვამბობდი, მობილიზაცია გავუკეთოთ სამედიცინო დაწესებულებებს, მოვამზადოთ ჟანგბადი-თქო. არ გაშინებთ, ეს სასწრაფოდ გასაკეთებელია, უნდა მოვემზადოთ.

21.აღდგომა ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია ჩემთვის. დედაჩემის საფლავზე მისვლა, ეს არის სხვანაირი კავშირი, როცა დედას აკითხავ, გაესაუბრები და მოუყვები, რა მოხდა. ძალიან მინდოდა წელს აღდგომაზე ჩამოსვლა, მაგრამ არ გამოვიდა, ყველაფერი გადმოატრიალა ინდურმა შტამმა და ეს უკვე ინდოეთის მთავრობის მავნებლური პოლიტიკაა და ესენი მართლა დასასჯელები არიან.

22.რაც შეეხება გამოსავალს - გამოსავალი ყოველთვის არის. ერთი წელიწადია გეუბნებით - სამედიცინო პირბადე 5 წლის ასაკიდან, 2 მეტრიანი დისტანცია, ხელების დაბანა. თუ გინდათ, ქვეყანა არ დაიქცეს, დაიცავით წესები. ზედმეტად არ გამოიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მაქსიმალურად ფეხით იარეთ.

23.ტურიზმი კარგა ხნით დაივიწყეთ. ტურიზმი, როგორც სექტორი, არის მკვდარი მთელ მსოფლიოში, გარდა რამდენიმე კუნძულისა. ჩამოვა რამდენიმე ათასი რუსი ტუირისტი და გაგივრცელებს ვირუსს. გიღირთ? არის გზები, რომ გარკვეულწილად წესების დაცბვით ამუშავდეს, შევთავაზე, მაგრამ ვინ მოგისმინა.

24.ბიზნესმენებს მოგმართავთ, ეს პრობლემას კიდევ კარგა ხანი იქნება. მინიმალიზაცია გააკეთეთ, ოპტიმიზაცია გააკეთეთ, რისიც შეიძლება, ფრთხილად იყავით ახალ ინვესტიციებზე და გეგმებზე, მაქსიმალურად შეეცადეთ, შეინარჩუნეთ ხალხის, ვინც გყავთ.

25.ერთ პრობლემაზეც უნდა ვილაპარაკო - როგორ შეიძლება, კოვიდკლინიკებში ექთანს 300 ლარი ჰქონდეს ხელფასი? ექთანი 5 ადგილზე მუშაობს, რომ ხელფასი დააგროვოს, და დრო და რესურსი არ რჩება უწყვეტი სამედიცინო განათლებისთვის. ასეთ სამედიცინო ბიზნესს ვუწოდებ მავნებლებს. ამ სამედიცინო ბიზნესის მესვეურებს მოგმართავთ - ბონუსებს რომ ირიგებთ, მიხედეთ სამედიცინო პერსონალს

26.საზოგადოებასაც მივმართავ - როცა რაიმე ხდება, ლანძღავენ ექიმს და ექთანს, ყველა გადაიღალა, ხალხიც, მედპერსონალიც. ექიმი და ექთანი კი არ უნდა გალანძღო, არამედ ის, ვინც პირბადე არ გაიკეთა, დისტანცია არ დაიცვა და ვირუსი გაავრცელა.

27.ჩვენი ექიმები, ექთნები და სანიტრები არიან ომის წინა ხაზზე. ეს არ არის გმირობა, ეს არის მათი პროფესია, მაგრამ ეს არის ძალიან საპატიო პროფესია. ნუ შევრაცხავთ გმირებად, ვცეთ პატივი. ჩვენ მაგათი დახმარება ძალიან გვჭირდება. აქვთ შეცდომები, მაგრამ ეს იმის ბრალია, რომ არ ვარგა ჯანდაცვის სიტემა, ჯანდაცვის სამინისტრო, თორემ ჩვენ ძალიან კვალიფიციური სამედიცინო პესრონალი გვყავს ძირითადად

28.ნუ გახდება ნურავინ ვირუსის გამავრცელებელი - თუ ვინმე პოლიტიკოსი ფიქრობს ქვეყანაზე, ხალხს თავყრილობისკენ კი არ მოუწოდოს პანდემიის დროს, არამედ გააკეთოს ინტერნეტ ჩართვები, ლაივჩართვები, ისე უთხრას ხალხს სიმართლე და საათქმელი. ფხაკაძემ შეძლო ფეისბუქიის ლაივებით პირბადეების ფასის დაწევა, შეგახსენებთ

29. ჩემი რჩევა საზოგადოებას - ვირუსს შევხედოთ თვალებში და ვუთხრათ - მე არ მეშინია შენი. მე ვიცი, რა უნდა გავაკეთო, რომ შენ არ გავრცელდე და არ გამრავლდე. მე შეგაჩერებ შენ. ჩემს ოჯახში, ჩემს სადარბაზოში, ჩემს უბანში, ჩემს ქვეყანაში ვერ გამრავლდები. მორჩა

30. იფიქრეთ ახალ ცხოვრებაზე, ძველი ცხოვრება აღარასდროს დაბრუნდება, იფიქრეთ ხვალინდელ დღეზე. გადაეწყვეთ

31. ჯანდაცვა ჩააბარეთ არაპოლიტიკურ ექსპერტებს, პროფესიონალებს, პოლიტიკასთან აფილირებული დარგს არ გააკაროთ. პოლიტიკასთან ნული შეხება ვისაც აქვს, იმას ჩააბარეთ ჯანდაცვა, თუნდაც მე, გიორგი ფხაკაძეს - ვიკეთებ რეკლამა

32. და ბოლოს - ჩვენ გვჭირდება ხარისხიანი ჯანდაცვა, არა რაოდენობრივი, არამედ ხარისხიანი. „საქართველოს აკრედიტაციის იბნიციატივა“ ამიტომაც წამოვიწყე, პროცესი რთულად, მაგრამ წინ მიდის. ეს გვჭირდება ყველას ერთად

33. იფიქრეთ ბევრი, რაც მეტს იფიქრებთ, უკეთეს გამოსავალს ნახავთ!

ჩვენ გადავრჩებით“ - ამბობდა გიორგი ფხაკაძე.





Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


6 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page