top of page

გიორგი ფხაკაძის რეკომენდაცია - ვისთვის არ შეიძლება „ფაიზერის“ ვაქცინის გაკეთება

Writer: Giorgi PkhakadzeGiorgi Pkhakadze

16/08/2021

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში რჩევებსა და რეკომენდაციებს გასცემს კორონავირუსთან დაკავშირებით და წერს, რომ ამგვარად პასუხობს უამრავ კითხვას, რომელიც პირადად მისდის.

გიორგი ფხაკაძე:

„ყოველდღე 1000-ობით წერილი მომდის შეკითხვით ვაქცინაციასთან დაკავშირებით. ✅ვისთვის არ შეიძლება ფაიზერის ვაქცინის გაკეთება:

📌ბავშვებში და მოზარდებში გადატანილი კოვიდის შემდგომი მულტი სისტემური ანთებითი სინდრომი ( ძალზე იშვიათი) – საქართველოში ალბათ 5 ადამიანი თუ იქნება ასეთი❗️ 📌 ალერგიული რეაქცია ამ ვაქცინის კომპონენტ პოლიეთილენ გლიკოლზე – საქართველოში ალბათ 1 ადამიანი თუ იქნება ასეთი❗️

📌 ამავე ვაქცინის პირველი ინიექციის შემდგომი პერიკარდიტი ან მძიმე ჰეპატიტი, რასაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა – საქართველოში ასეთი ალბათ 150-მდე ადამიანი თუ იქნება. ისე ბზიკმა თუ გიკბინათ, უფრო საშიშია❗️

დასკვნა:

📌 მაქსიმუმ 6 ადამიანი საქართველოში (კარგი, 10 იყოს) ვისთვისაც ფაიზერის ვაქცინა არ შეიძლება ❗️

📌მაქსიმუმ 150 ადამიანისთვის (კარგი, 250 იყოს) ვისთვისაც ფაიზერის მე-2 დოზის გაკეთება არ შეიძლება ❗️

✅ყველა დანარჩენისთვის ფაიზერი უსაფრთხოა.

წყაროები თუ გაინტერესებთ: მიმართეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრს, მათ უნდა ჰქონდეთ ქართული მასალები, ეს მათი მივალეობაა (ინგლისურს რომ ვდებ, არავინ არ კითხულობს მაინც)“

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil




 
 
 

Comments


Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page