top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

„გიორგი ღოღობერიძე ძალიან კარგი, ახალგაზრდა სპეციალისტია, უკვე ჩამოყალიბებული კოლეგა არის...

13/02/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი



„ჩემს ფეისბუქზე დავდე, გიორგი ღოღობერიძის პირდაპირი „ლაივი“, – მართლა ძალიან კარგი, ახალგაზრდა სპეციალისტია, დარწმუნებული ვარ, იქნება თავისი საქმის ძალიან სპეციალისტი და ძალიან კარგი ექიმი, ყველაფერს კარგს და სიკეთეს ვუსურვებ. მიხარია, რომ საქართველოში არიან ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდა ექიმები. მე მართლა მინდა, რომ გიორგისნაირი ბევრი ახალგაზრდა ექიმი იყოს, რაც შეიძლება ბევრი და ბევრი… უფრო გონებაგახსნილი, გასცეს თავიანთი ცოდნა, რაც იციან. გიორგი უკვე ჩამოყალიბებული კოლეგა არის და მე მას, როგორც კოლეგას, ისე ვუყურებ უკვე. პრაქტიკულად, რაც მე ვნახე, მისი პასუხები, მისი ახსნები, ძალიან მომეწონა და რეკომენდაციას გავუწევ სხვა სამედიცინო ინსტიტუტის სტდენტებს, რომ უყურონ გიორგის ვიდეოს, ძალიან მარტივად, „დაღეჭილად“ აწვდის ინფორმაციას. ძალიან გთხოვთ, უყურეთ მის ვიდეოებს, ძალიან მომეწონა და რეკომენდაციას ვუწევ. სამწუხაროდ, პირადად არ ვიცნობ. იმედია, გავიცნობ.


მეც, როგორც პროფესორი, ვასწავლი სტუდენტებს და მიყვარს, როდესაც არიან ძლიერი, განათლებული, ჭკვიანი ბავშვები, რომლებიც არიან ძალიან მიზანდასხულები და მიდიან წინ. გიორგის აქვს ძალიან კარგი გადმოცემის უნარი, რაც მისასალმებელია. პირადად არ ვიცნობ. მისი რამდენიმე „ლაივი“ ვნახე, ძალიან მარტივად და „დაღეჭილასდ“ აწვდის ინფორმაციას, რაც სამედიცინო საკითხს ეხება.


ვნახე სტატიები და ჩემს ფეისბუქზე დავდე, როცა გიორგი დააპირისპირეს ჩემთან. რა თქმა უნდა, ძალიან გამეცინა, როცა სტატია ვნახე. მე მესმის გიორგის რეაქცია.


როგორც მივხვდი, გიორგიც არის არაპოლიტიკური, ორივე ვართ არაპოლიტიკურები. ერთმანეთს არ ვიცნობთ, ერთადერთი, ჩვენ რაც გვაერთიანებს, არის, ალბათ დიდი სიყვარული, სოლიდარობა იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ არ გვაქვს არანაირი პოლიტიკური ან სხვა ბიზნესინტერესი რაღაც მიმართლებით, თუ რამე ინფორმაცია გვაქვს, გულღიად და პირდაპირი გეუბნებით, რაც არის. სხვა საკითხია, როგორ იგებს ამ ინფორმაციას მოსახლეობა. ზოგი გებულობს, -ზოგი ვერა.


რა თქმა უნდა, გიორგისთან არ მაქვს არანაირი დაპირისპირება. რა სისულელეა. საერთოდ, საქართველოში არავისთან არ მაქვს დაპირისპირება. ვერც მექნება, იმიტომ, რომ ჩემი ბუნება არის ასეთი. მე, რასაც ვაკეთებ, იმიტომ ვაკეთებ, რომ მიყვარს ჩემი ქვეყანა, მიყვარს ჩემი მეგობრები და ერთადერთი, რაც არის, ეს არის სიყვარული და სიყვარული, ადამიანების და პაციენტების მიმართ. ეს არის ერთადერთი ჩემი მამოძრავებელი ძალა. სხვათა შორის, გიორგიმ სწორად აღნიშნა, დაპირისპირებებზე ექიმებს შორის. შეიძლება, ექიმებს ჰქონდეთ სამეცნიერო დებატები -კონსიულმი, ეს არის მსჯელობა, უკეთესი დიაგნოზი იყოს დასმული და უკეთესი მკურნალობის გზა იყოს შერჩეული. მხოლოდ ეს შეიძლება იყოს ექიმებს შორის ე.წ „კამათი“, სამედიცინო ენაზე კონსილიუმი.


რაც შეეხება ექსპერტებს, – საქართველოში, სიტყვა ექსპერტი ისე არის, – „ფასდაკლებაში“ რომ არის. მრცხვენია, როცა ამბობენ, გიორგი ფხაკაძე „რაღაცის“ ექსპერტია და ჟურნალისტებს ვთხოვ, ნუ ახსენებთ, რომ ვარ ექსპერტი, ჩვეულებრივ თქვით, რომ ვარ პროფესორი გიორგი ფხაკაძე. იმიტომ, რომ ექსპერტი არის, -მინიმუმ არის, – დაცული აქვს ხარისხი, რომელიც არის მეცნიერებათა დოქტორი, – მე ვარ მედიცინის დოქტორი და შემდეგ ხარისხი.


სამწუხაროდ, როცა გამოდიან ე.წ. ექსპერტები, ხარისხი არა აქვთ და ლაპარაკობენ, ექსპერტი არის ის ადამიანი, რომელსაც მინიმუმ ერთ-ორ-სამ სტატიას ბეჭდავს საერთაშორისო დონეზე. ჟურნალისტებს ვეუბნები, – კითხეთ იმ ექსპერტებს, ბოლო ორი წლის განმავლობაში მაინც, სადმე დაბეჭდილი აქვთ? – ფხაკაძეს აქვს დაბეჭდილი ბოლო ორ წელიწადში, მე მგონი, ოთხი სტატია „ლანცეტში“, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში და ა.შ. ამას ჰქვია ექსპერტი, როცა შენ ბეჭდავ „დიდ“ ჟურნალებში და ეს არის ექსპერტიზა. სამწუხაროდ, ასეთი არეულობა და გაურკვევლობა ხდება.


რაც შეეხება ახალ წამალს, -თქვენ იცით ჩემი პოზიცია წამლებთან დაკავშირებით, საერთოდ, წინასწარ, ნებისმერ წამალზე როცაა საუბარი, ფრთხილი ვარ, – ახლა როგორც ექსპერტი, ისე გელაპარაკებით. სანამ არ იქნება გავლილი ყველა ეტაპი, ბოლო დონეზე არ არის გავლილი, არასოდეს ვამბობ, რომ ეს წამალი არის საინტერესო.


ვანბობ, რომ 200-მდე ვაქცინა მუშავდება, 100-ზე მეტი წამალი (არ დავასახელებ სპეციაურად ამ წამლის სახელს), არ ვიცი, რომელი გაიმარჯვებს. ვიცი, რომ 2021 წელი იქნება ვაქცინის და წამლის წელი. ან ერთი იქნება, ან მეორე, რაღაცა გვექნება ძალიან კარგი, მარტო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული წამალი, სხვა წამლებზე მე ხმას არ ამოვიღებ“, – განაცხადა განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


4 views0 comments

コメント


Post: Blog2_Post
bottom of page