01/08/2023
ავტორი: ირინა დათაშვილი
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა გაეროს შტაბ-ბინაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გლობალური დათბობის ეპოქა დასრულდა, გლობალური დუღილის ეპოქა იწყება.
”ჩრდილოეთ ამერიკის, აზიის, აფრიკისა და ევროპის დიდი ნაწილისთვის სასტიკი ზაფხულია” - თქვა გუტიერეშმა.
მისი თქმით, "ეს კატასტროფაა მთელი პლანეტისთვის.“
"რეკორდული სიცხე, რომელიც გავლენას ახდენს მთელს მსოფლიოზე, კლიმატის ცვლილებითაა გამოწვეული და მიუხედავად იმისა, რომ ეს ფენომენი დიდი ხანია იწინასწარმეტყველეს, ცვლილებების ტემპი დამანგრეველია“, - ამბობს გუტიერეში.
როგორც მან აღნიშნა, ყველა ქვეყანა ვალდებულია "დაიცვას თავისი ხალხი სიცხისგან, ფატალური წყალდიდობისგან, ქარიშხლებისგან, გვალვისგან და მძვინვარე ხანძრებისგან.“
გაეროს გენერალურმა მდივანმა განვითარებულ ქვეყნებს მოუწოდა, რომ ყოველწლიურად 100 მილიარდი აშშ დოლარი გამოყონ განვითარებად ქვეყნებში კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Comments