top of page

„გრცხვენოდეთ. გასაგებია, რომ პარტიულები ხართ…” – ვის უბრაზდება გიორგი ფხაკაძე

25/06/2021

დამოუკიდებელი ექსპერტის ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორ გიორგი ფხაკაძის განცხადებით, სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადება, რომ ქვეყანაში ვაქცინების არ არსებობა ადამიანების სიცოცხლის ხელყოფას ნიშნავს, სიმართლეა.


ფხაკაძის თქმით, დღეს სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები იშვიათად ამბობენ სიმართლეს და მათ შორის სახალხო დამცველი გამონაკლისია.

„სახალხო დამცველი გამოვიდა და თქვა, რომ ვაქცინების არყოფნა დღეს არის ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა და საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის კომენტარი რომ წავიკითხე გული კი არ გამისკდა, ყბა ჩამომივარდა, მე ვუთხარი, ეს რა არის მეთქი? მერე რაო და რაღაც უაზრო ამერიკული მაგალითი მოგვცა. გრცხვენოდეთ. გასაგებია, რომ პარტიულები ხართ. გასაგებია, რომ მივდივართ კომუნიზმისაკენ, გავიგე, მაგრამ ასეთ დონეზე? სპეციალისტი ხარ ხომ? ბოლოს და ბოლოს თქვი, არ ვიცი. ჩვენი სახალხო დამცველი იყო 100%-იანი მართალი. ამაზე დიდი სიმართლე მე კარგა ხანია არ მომისმენია”, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე, სახალხო დამცველი კრიტიკას ასე გამოეხმაურა:

„ვაქცინაცია არის პრევენციული ღონისძიება. მესმის, რომ პანდემიის ფონზე ეს არის უმნიშვნელოვანესი, მაგრამ ამ გათვლებით თუ ვიმსჯელებთ, აშშ-ში მოსახლეობის ნახევარზე ცოტა მეტია აცრილი, მაშინ გამოდის, რომ იქ ყოველი მეორე ადამიანი სიცოცხლის უფლებას არის მოკლებული და სახელმწიფოა დამნაშავე?

ისრაელი, რომელიც სამაგალითოა და 60% ჰყავს აცრილი ესე იგი 40%-ის შემთხვევაში სიცოცხლის უფლებას არღვევს სახელმწიფო. ეს არასწორია“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



1 view0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page