top of page

დადოს სიკვდილიანობის მთლიანი მაჩვენებელი, არამხოლოდ ეს 6 ქეისი! – გიორგი ფხაკაძე

27/04/2020

ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა დადოს სიკვდილიანობის მთლიანი მაჩვენებელი საქართველოში. არამხოლოდ ეს 6 ქეისი, რომელიც ოფიციალურადაა დადასტურებული, არამედ გასაკეთებელია მთლიანად სტატისტიკის ანალიზი. ამის შესახებ ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ „ტვ პირველის ეთერში“ განაცხადა. „ერთი რამე რაც ვიცით დაზუსტებით, რომ ვაქცინა არ გვექნება ახლო მომავალში, წამალიც რათქმაუნდა არ გვექნება დაახლოებით 6 ან მეტი თვე. ვიცით, რომ ერთადერთი წამალი სოციალური დისტანცირებაა. რაც შეეხება სიტუაციას საქართველოში, კარანტინის მთელი პროცესი, რომელიც განხორციელდა იყო ეფექტური. შესაბამისად მოგვცა პოზიტიური შედეგი. თუმცა, როცა ვლაპარაკობთ ჯანდაცვის სისტემაზე, ჩემი პირველივე კომენტარი, როცა მომეცა საშუალება, იყო რომ ჯანდაცვის სისტემას უნდა გავუფრთხილდეთ. რომელიც პრაქტიკულად დაუცველია, შეხვდა დაუცველი და სამწუხაროდ ახლაც დაუცველია, რასაც ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა საავადმყოფოებში. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ სტატისტიკაზე, ბაზისური ეპიდემიოლოგიაა – თუ თქვენ ბევრ ტესტებს ჩაატარებთ, ბევრ ადამიანს აღმოაჩნდება. საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებელი – ამ ბოლო სამი თვის მანძილზე, ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა დადოს სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოში. არამხოლოდ ის, რომელიც მოხვდა ინფექციურ საავადმყოფოში, ანუ ეს 6 ქეისი. მთლიანად სტატისტიკის ანალიზია გასაკეთებელი. სახელმწიფოს ჰქონდა დრო, რომ მოემზადებინა ბევრ მიმართულებაში და მე ვფიქრობ, რომ ინფორმაციის შეგუებლობის, კუთხით გვაქვს ნაკლოვანება. ექსპერტებს, მათ შორის მეც, გვიჩნდება კითხვები რატომ არ გვაქვს საერთო სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოში.“- განაცხადა ფხაკაძემ.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil






3 views0 comments

コメント


Post: Blog2_Post
bottom of page