top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

„დაიკეტა სკოლები“ - ინდოეთი მომაკვდინებელ ღამურის ვირუსს ებრძვის

26/10/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

ინდოეთი მომაკვდინებელ, ღამურის ვირუსს - Nipah-ს ებრძვის. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. Reuters-ის ინფორმაციით, შექმნილი ვითარების გამო სამხრეთ ინდოეთში, კერალას შტატში სკოლები დროებით დაიხურა. რა არის ღამურის ვირუსი (Nipah) ის პირველად 1998 წელს მალაიზიასა და სინგაპურში გამოვლინდა. დაავადების სიმპტომები ღორის ფერმებში მომუშავე ადამიანებს დაუდასტურდათ. როგორც ცნობილია, ადამიანს ვირუსი ინფიცირებულ ღამურასთან ან ღორთან ახლო კონტაქტის შედეგად გადაეცემა. სიმპტომები: ჯერჯერობით ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს - ვირუსის ლეტალობის მაჩვენებელი 70%-ს აღწევს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ინფიცირებულ ადამიანებს აღენიშნებათ ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა - ცხელება, სუნთქვის გაძნელება, თავის ტკივილი, პირღებინება. მძიმე შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები და კომა.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



739 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page