26/08/2021
ავტორი: ირინა დათაშვილი
„79 გარდაცვლილი და რეალური ციფრი იცით, რამდენია – 160(წყარო იხილეთ ბმულში)
ამ ციფრების უკან უამრავი გაუბედურებული ოჯახი, ახლობლის დაკარგვით გამწარებული და სასოწარკვეთილი ადამიანები დგანან. ვიზიარებ თითოეული მათგანის მწუხარებას. ეს საზოგადოების საერთო ტრაგედიაა.
ჩვენ ყველამ წავაგეთ დღეს, კიდევ ერთხელ… დიახ, ეს ბრძოლა წაგებულია და მსხვერპლი არის უდიდესი. სამწუხაროდ, ხვალ ისევ მომიწევს ამგვარი პოსტის დადება ….
დამნაშავე ვინ არის … ჩემზე უკეთ იცით …
ვინც ნებისმიერ ხალხმრავალ შეკრებას აწყობს, არის ქვეყნის მოღალატე,
ვინც ნებისმიერი სახით ეწინააღმდეგება ვაქცინაციას, ის არის ქვეყნის მოღალატე,
სამედიცინო პირბადეს ვინც ყიდის დღეს 10 თეთრზე მეტად, უბრალოდ, ქვეყნის მოღალატეა,
დღეს წავაგეთ ბრძოლა…. მაგრამ ომი ჯერ არ წაგვიგია,
ამ ომში ერთად უნდა გავიმარჯვოთ,
ერთი და იმავე წრეზე ვტრიალებთ,
ყველამ კარგად ვიცით, რა არის გასაკეთებელი. შეგახსენებთ: ვაქცინაცია “ფაიზერით” 12 წლის ასაკიდან, ბუსტერი (“ფაიზერის” მე-3 დოზა) ყველას 40 წლის ასაკის ზევით და ქრონიკული პაციენტებისთვის, სამედიცინო პირბადის უნივერსალური გამოყენება 2 წლის ასაკიდან (ყველგან/ყველასთვის/გარეთ/შენობაში), ხალხმრავალი ადგილებისთვის თავის არიდება/დისტანციის დაცვა, კომენდანტის საათი 20:00- 6:00 (ისე ახლა მთლიანი ლოკდაუნი არის საჭირო, მაგრამ ვერავინ გაბედავს ამის თქმას, ჩემს გარდა), სკოლების/უნივერსიტეტების, ოფისების დისტსანციურ მუშაობაზე გადასვლა ნოემბრამდე, კოვიდ საშვების ამოქმედება. ავიღოთ საფრანგეთის მაგალითი და ნუ გამოვიგონებთ ახალ ველოსიპედს.
ისე, აფთიაქებმა სამედიცინო პირბადე 10 თეთრად რომ გაყიდონ, ამით არ გაკოტრდებიანავერსი ფარმა – Aversi Pharma PSP Pharmacy • პსპ აფთიაქი ჯპს აფთიაქი – GPC Pharmacy Pharmadepot ∙ ფარმადეპო იმპექსი აფთიაქი • IMPEX Pharmacy და სხვები
…
ყველა “არგამოყენებული” რეანიმაციული საწოლი უნდა გადავიდეს სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინიგის დროებით მართვაში – 2 თვითევექსი კლინიკები • Evex Clinics ავერსის კლინიკა • Aversi Clinic Geo Hospitals • ჯეო ჰოსპიტალსი და სხვები…
ვისწავლოთ ამ ვერაგ ვირუსთან თანაცხოვრება,
ეს შესაძლებელია,
იხილეთ წყაროები თუ რატომ რეალური სიკვდილის მაჩვენებელი მინიმუმ 2-ჯერ უფრო მეტია ვინდრე ოფიციალური:
https://www.gavi.org/…/five-reasons-why-real-number…
https://www.economist.com/…/coronavirus-excess-deaths…
http://www.healthdata.org/…/estimation-excess-mortality…
https://elifesciences.org/articles/69336#s2“
წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Commentaires