top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

დაფიქსირდა თუ არაა საქართველოში "ომიკრონი" - რა მოლოდინები აქვთ და როდის ვარაუდობენ, რომ ახალი შტამი

19/12/2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ლუგარის ლაბორატორია კორონავირუსის საეჭვო ნიმუშების გამოკვლევას აგრძელებს.

მისი თქმით, საქართველოში „ომიკრონი“ ჯერჯერობით არ დადასტურებულა.

„10-მდე შემთხვევას ჩვენ ვსწავლობდით, იქიდან დადგინდა “დელტა” და “დელტა+” ძირითადად. 2-ზე მიმდინარეობს კიდევ ღრმა ლაბორატორიული კვლევა, სადაც უფრო მეტი ეჭვი გვაქვს.

გრძელდება სტაბილიზაციისკენ სვლა ნელი ტემპით, რასაც ყოველდღიურად აღვნიშნავთ. მყარად გვაქვს ბოლო 1-2 კვირაა შემცირების ტენდენცია, დადებითობის მაჩვენებლის. სამწუხაროდ, ჯერჯერობით მაღალი რჩება გარდაცვალება,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი დევი ტაბიძის თქმით, როდესაც კორონავირუსის ახალი შტამი – “ომიკრონი” საქართველოში დაფიქსირდება, რაოდენობრივად აქამდე დაფიქსირებული ინფიცირების შემთხვევებს გადააჭარბებს. “იქნება ე.წ. ომიკრონის შტორმი, რომელიც რაოდენობრივად გადააჭარბებს აქამდე არსებული დაინფიცირების რაოდენობას. ამას უნდა დავხვდეთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამით, ეს არის ორჯერადად აცრილებისთვის – ბუსტერ დოზა, რომელიც უსაფრთხო გარემოს შექმნის,” – აღნიშნა დევი ტაბიძემ.

პროფესორი გიორგი ფხაკაძე კი მიიჩნევს, რომ „ომიკრონი“ უკვე საქართველოშია და ახლა ჯანდაცვის მენეჯმენტის შეცვლა არ შეიძლება.

„ომიკრონი საქართველოშია.

იანვრის შუა რიცხვებამდე დომინანტი იქნება.

ახლა ჯანდაცვის მენეჯმენტის შეცვლა არ შეიძლება“, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 2 195 შემთხვევა დაფიქსირდა.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil





2 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page