top of page

დედაჩემი სკოლაში დაიბარეს… ეს ბიჭი, ვერ არის კარგად, რომ ვეჩხუბებით, მაშინაც იღიმისო

29/12/2020

ღიმილს, რომელიც კომუნიკაციის ერთ-ერთი საშუალება და ამავე დროს, ადამიანისთვის უდიდესი საჩუქარია, პროფესორი, ხშირად უზიარებს საზოგადოებას. ბ-ნი გიორგი, რომელიც საქართველოს მართლაც „მხსნელად“ მოევლინა, „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში, დედის რჩევებს იხსენებს და ამბობს, რომ სულ არიგებდა, მტერსაც უნდა გაუღიმოო: ქუთაისში დავიბადე. დედა უკრაინელი მყავდა, მამა იმერელი. ამიტომ ძირითადად, უკრაინაში, ქ. ლვოვში ვიზრდებოდი. ქუთაისში, რამდენიმე სკოლა გამოვიცვალე, მე -17, მე-14 და მე-9 საშუალოში ვსწავლობდი. ამავე დროს, უამრავ წრეზე დავდიოდი – ჭადრაკი, ცეკვა, ცურვა, ჭიდაობა და კიდევ ბევრი. – საშუალო სკოლა სად დაამთავრეთ? ბოლო ხანებში ლვოვში ვცხოვრობდი და იქ დავამთავრე. ძალიან ბევრი სკოლა გამოვიცვალე. უკრაინაში, დასასვენებლად რომ ჩავიდოდი, ზოგჯერ, შეიძლება დავრჩენილიყავი კიდეც და სკოლაც იქ გამეგრძელებინა. ამიტომ უამრავი მეგობარი შევიძინე. – თქვენ აღზრდაში, ყველაზე დიდი გავლენა, ვინ მოახდინა? რა თქმა უნდა დედაჩემმა, ყოველთვის ცდილობდა, რომ დამოუკიდებელი ვყოფილიყავი. დედა – ტატიანა ფხაკაძე, პროფესიით ბიოფიზიკოსი, სამწუხაროდ, დიდი ხნის წინ გარდაიცვალა. მისი რჩევებიდან, ყველაზე მეტად დამამახსოვრდა, რომ სულ მეუბნებოდა, ჩხუბის დროსაც კი გაიღიმეო. არასდროს იჩხუბო, ვინც ჩხუბობს, ის ყოველთვის წაგებულია, მტერსაც უნდა გაუღიმოო. მახსოვს, სკოლის პერიდში (სხვათა შორის, ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი), დედაჩემი სკოლაში დაიბარეს, იმ მიზეზით, რომ სულ ვიღიმოდი. ეს ბიჭი, ვერ არის კარგად, რომ ვეჩხუბებით, მაშინაც კი იღიმისო. ასე გამზარდა, სულ მეუბნებოდა, ღიმილი, საუკეთესო წამალია ყველაფრისთვისო. ცდილობდა, დამოუკიდებლად მეცხოვრა. 5 წლის ასაკში, ქუთაისიდან ლვოვში, თვითმფრინავით მარტო გადავფრინდი. ბაზარშიც კი მარტო დავდიოდი.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil





3 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page