top of page

დელტა ვარიანტმა მთლიანად შეცვალა სურათი – გიორგი ფხაკაძე საყურადღებო ინფორმაციას ავრცელებს

14/07/2021

საერთაშორისო ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე მუდმივად აწვდის ინფორმაციას საზოგადოებას კორონავირუსის ახალი შტამებსა და ვაქცინაციის მეთოდებზე.


პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ჯონსონი და ჯონსონის“ ვაქცინას აქვს პრობლემები და ეს ამერიკის წამლის სააგენტომ ოფიციალური განცხადებით უკვე დაადასტურა.

დღეს კი წერს, რომ დელტა ვარიანტმა მთლიანად შეცვალა სურათი. ჩინური ვაქცინები ვერ უმკლავდებიან ამ ვარიანტს.

„ნახეთ ტაილანდის და სინგაპურის ბოლო გადაწყვეტილებები და მიხვდებით, რომ ჩინური ვაქცინები ფაიზერის ბუსტერის გარეშე ვერ უმკლავდებიან დელტა ვარიანტს.

ტაილანდი – ჩინური ვაქცინის პირველი ან მე-2 დოზიდან 3-4 კვირაში ასტრაზენეკას ბუსტერს იყენებს.

სინგსპური – საერთოდ ამოიღო ჩინური ვაქცინები, დელტასთან ბრძოლაში არაეფექტურობის გამო.

მანამდე ბაჰრეინში და საუდის არაბეთში ფაიზერის ბუსტერის გამოყენება დაიწყეს….

ჩვენთან კი …. კიდევ ვსაუბრობთ და მკურნალობას ვაგრძელებთ რემდესივირით (ყველგან რომ ამოიღეს ხმარებიდან არაეფექტურობის გამო)“, – წერს გიორგი ფხაკაძე.


პროფესორი, უცხოურ წყაროებზე, კვლევებზე დაყრდნობით გვიზიარებს ინფორმაციას, რომელი ვაქცინაა უფრო ეფექტური, რომელი შტამი უფრო მავნებელია და ა. შ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil




2 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page