top of page

„დეტალებს ვერ მოგიყვებით… რაც ჩემზეა დამოკიდებული და რაც არ არის, ყველაფერი კეთდება…“- გიორგი ფხაკაძ

Writer's picture: Giorgi PkhakadzeGiorgi Pkhakadze

Updated: Feb 20, 2023

22/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი



პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაციასაზღვრებისგარეშე“ ხელმძვანელი, გიორგიფხაკაძე აცხადებს:

„კარგი ვაქცინა არის „ფაიზერი“. მე მინდა, საქართველოში იყოს „ფაიზერი“. წერტილი! რაც ჩემზეა დამოკიდებული და რაც არ არის, ყველაფერი კეთდება, რომ საქართველოში იყოს „ფაიზერის“ ვაქცინა. დეტალებს ვერ მოგიყვებით.

მე მივესალმები ჩვენი პრემიერის და ჯანდაცვის მინისტრის ძალისხმევას. სხვათა შორის, ქალბატონმა ტიკარაძემ ძალიან აქტიურად იმუშავა, რომ საქართველოში „ფაიზერის“ მილიონი დოზაზე მეტი ჩამოვიდეს.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს ჯანდაცვის მინისტრს, რომელმაც პრაქტიკულად ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. მადლობა ასევე ყველას, ვინვც მოლაპარაკებებში მონაწილეობდა. იმედია, ბოლო წუთს რაიმე არ ჩაიშლება და მილიონზე მეტი დოზა ჩამოვა დაახლოებით 2 თვეში.

მანამდე ჩამოტანილი „გოგლი-მოგლი“ ჩამომტანების სინდისზე იყოს (არასწორად შევსებული ფორმები, არასწორი მოლაპარაკებები და ა.შ.), ეს ვითომ „ექსპერტები“ და ვითომ „ყველაფერშჩიკები“ რომ აპიარებდნენ. ყველაფერი „ვითომ“. დავიღალეთ.

ვამბობ სიმართლეს, არ მაინტერესებს, ჩემზე რას იტყვით. როცა ვინმე კარგ საქმეს აკეთებს, ვიტყვი, რომ კარგია. რაც მე ჯანდაცვის სამინისტრო და მმართველი პარტია მილანძღია, როცა საჭირო იყო, მაგრამ ახლა ვამბობ, რომ კარგი საქმე გააკეთეს.

ახლა დამიწყებენ ლანძღვას, დაბრალებას და ა.შ. სად არის ის პარტია, 1 მლნ „ასტრაზენეკა“ რომ ჩამოჰქონდა?! სადაა ის ვაქცინა?! არაა. ჯერ ერთი, მე არ მინდა „ასტრაზენეკა“ ჩემს ქვეყანაში. მე მინდა „ფაიზერი“ და წერტილი!

მე არ მინდა ბანძი მეორე და მეათეხარისხოვანი ვაქცინა – იმიტომ, რომ არ გვაქვს ისეთი ჯანდაცვის სისტემა, რომ ვაქცინასთან დაკავშირებით პრობლემა როცა შეიქმნება, იმ პაციენტს ისე მოვუაროთ, როგორც საჭიროა.

ჩვენთან არ არის ისეთი ძლიერი ჯანდაცვის სისტემა, როგორიც ევროპაში, ისარელში, აშშ-ში, რომ გვქონდეს ფუფუნება, „ისე რა“ ვაქცინები გავაკეთოთ და გართულებებს მოვუაროთ.

ფხაკაძემ შიგნიდან იცის ქართული ჯანდაცვა და გეუბნებით, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა „ბანძ“ ვაქცინებს ვერ გადაიტანს. გაიგეთ!

არ ვიცი, რა იქნება ხვალ, მაგრამ დღეს „ფაიზერი“ არის მსოფლიოში საუკეთესო ვაქცინა“.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



6 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page