top of page

დისტანცირების მანძილი შესაძლოა 4 მეტრამდეც გაიზარდოს - პროფესორი გიორგი ფხაკაძე COVID-19-ის.....

16.04.2020 Rustavi2

დისტანცირების მანძილი შესაძლოა 4 მეტრამდეც გაიზარდოს - პროფესორი გიორგი ფხაკაძე COVID-19-ის რეკომენდაციებზე


ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ "დღის კურიერის" ეთერში კორონავირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციებზე ისაუბრა. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რეკომენდაციები შეიცვალოს, რადგან ამ ვირუსთან დაკავშირებით ყოველდღიურად ახალი კვლევები და ცნობები ჩნდება.

"პირველ რიგში, უნდა დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენ არ ვიცით ეს ვირუსი როგორ იქცევა, ვიცით ზოგადი ინფორმაცია. ყოველ დღეს ვიღებთ ახალ ინფორმაციას და რასაც ჩვენ ვფიქრობდით ერთი თვის, 2 კვირის წინ, დღეს ვიღებთ სხვა სურათს და ინფორმაციას. ჩვენ ერთი თვის წინ გვეგონა რომ ერთი მეტრი დისტანცია იქნებოდა საკმარისი, მაგრამ კვლევებმა აჩვენა, რომ 2 მეტრი და ზოგი კვლევა ამბობს, რომ 4 მეტრამდეც უნდა იყოს გაზრდილი. ზოგი კვლევით თუ თქვენ დგახართ მორბენალის უკან ეს დისტანცია შეიძლება იყოს 5 მეტრიც კი. დასკვნა არის ძალიან მარტივი, ჩვენ არ ვიცით ეს ვირუსი როგორ მუშაობს, ჩვენ უნდა გავაკეთოთ მაქსიმალური დისტანცირება და რეკომენდაცია რომ იყო 2 მეტრი, მე ჩემს ახლობლებს ვურჩევ, მინიმუმ 3 მეტრს, საუკეთესო შემთხვევაში 4 მეტრ დისტანციას," - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://www.rustavi2.ge/ka/news/161575

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page