top of page

„დროა, შესაბამისმა სამსახურებმა შეისწავლონ ქართველი „ანტივაქსერების“, სინამდვილეში კი რუსეთის...

Writer's picture: Giorgi PkhakadzeGiorgi Pkhakadze

04/11/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ანტივაქსერების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ისინი რუსული ორგანიზაციების მიერ ფინანსდებიან.


მისი თქმით, ისინი დეზინფორმაციას ავრცელებენ.


„8 ნოემბრიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში იწყება 5-11 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაცია. 28 მილიონი ამერიკელი ბავშვი აიცრება უახლოეს კვირებში. ამერიკის მოზრდილი მოსახლეობის 80% უკვე აცრილია. პენსიონერების 50% უკვე აიცრნენ ბუსტერით.


საფრანგეთში (ყველაზე დიდი ანტივაქსერული ქვეყანა ევროპაში) აცრილია 12 წლის ზევით მოსახლეობის 86.6%საქართველოში კი ყველაზე „ჭკვიანი“ ხალხი ცხოვრობს. რეალურად საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 5-8% არის აცრილი.


ვის ინტერესებში შედის, რომ საქართველო განადგურდეს შიგნიდან,?! დაფიქრდით… რა თქმა უნდა, რუსეთის ომი ჯერ არ დამთავრებულა.


საიდან ამ ანტივაქსერებს ასეთი დაფინანსება? რა თქმა უნდა, რუსეთის სხვადასხვა „ორგანიზაციები” დგანან ამის უკან. საქართველოში ყველა ანტივაქსერი იყენებს რუსულ ვებგვერდებს, სადაც “სიმართლე” წერია.


ალბათ, დროა, შესაბამისმა სამსახურებმა შეისწავლონ ქართველი „ანტივაქსერების“, სინამდვილეში კი რუსეთის აგენტების საქმიანობა. გავუფრთხილდეთ თითოეულ სიცოცხლეს“, - წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



2 views0 comments

Comentarios


Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page