13/07/2023
ავტორი: ირინა დათაშვილი
„ანაზღაურება იგვიანებს“ - ასე არ არის - კლინიკების მიმართ ყველანაირი დავალიანება გასწორებულია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ კლინიკები ახალ სისტემას ეჩვევიან, გაწეული ხარჯები კი სრულად არის დაფარული.
„ანაზღაურება იგვიანებს“ , ასე არ არის. რაღაც პერიოდი შეიძლება იყო დაგვიანება. ნოემბრიდან, ახალი გადახდის სისტემაზე რომ გადავედით, სიახლე იყო კლინიკებისთვის. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში დაკორექტირებები იყო, რომელსაც კლინიკები უნდა დათანხმებულიყვნენ. ჩვენ ამნისტიის მსგავსი გვქონდა თებერვლის ჩათვლით. არ ვთვლით, რომ მიზანმიმართულად არის კოდების გაზრდა, რათა ხელოვნურად მეტი თანხა გადავუხადოთ.
ვთვლით, რომ კლინიკები ახალ სისტემას ეჩვევიან და არ არის სანქციები გამოყენებული. თებერვლის შემდეგ კიდევ გავიდა რამდენიმე თვე და ეს ფაქტები, რომ ფიქსირდება ინდივიდუალურად გვიწევს კლინიკებთან გავლა. აუცილებელია კლინიკის მხრიდან დადასტურება, რომ დაკორექტირება მოხდეს, დაკორექტირებული თანხა დაერიცხოს.
იყო შემთხვევა, როდესაც კლინიკები არ ეთანხმებოდნენ და ერკვეოდნენ სისტემაში, აქედან გამომდინარე ეს თვეები ცოტა დაგვიანდა. დღეისთვის, მარტის ჩათვლით ყველანაირი დავალიანება კლინიკების მიმართ გასწორებულია. შესაბამისობაში ვართ იმ კონტრაქტთან, რაც სერვისის მიმწოდებელსა და სამინისტროს შორის არის. ის სამ თვიანი ანაზღაურების პერიოდი, რაც არის, ამ ვადას ვიცავთ, ჩემი სურვილია, რომ ორ თვემდე ჩამოვიდეთ ანაზღაურების ნაწილში.
როდესაც საბრუნავისთვის თანხებია საჭირო, წინასწარ განსაზღვრული კონტრაქტით, 2-3 თვიანი დაგვიანებები ცხადია. ყოველთვე თუ რაღაც ხარჯია გასაწევი, ესეც ფულის მოძრაობაში უნდა იყოს გათვალისწინებული. წინა თვეში ჩატარებული სამედიცინო ჩარევის თანხა, მომდევნო თვეში არ ირიცხება“,- აღნიშნა მინისტრმა.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Comentários