26/10/2023
ავტორი: ირინა დათაშვილი
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ 70-წელს გადაცილებულ ქრონიკულ პაციენტებისთვის დღეს ეს ინფორმაცია საკმაიდ მნიშვნელოვანია!
გიორგი ფხაკაძე 2021 წლის 26 სექტემბერს წერდა:
„სამედიცინო პირბადე არის ყველაზე სწრაფი და ყველაზე ეფექტური საშუალება ამ ვერაგი ვირუსის შესაჩერებლად
ყველამ რომ გამოიყენოს სამედიცინო პირბადე... დიახ, მარტო სამედიცინო პირბადეს შეუძლია, 92%-ით შეამციროს ვირუსის გავრცელება
წარმოიდგინეთ, ყველა რომ აიცრას, ვისაც შეუძლია. ყველა თუ ვაქცინირდება ფაიზერით, და ყველა რომ გამოიყენოს სამედიცინო პირბადე ვირუსს არ ექნება გამრავლების საშუალება და 2-3 თვეში გაქრება … მაგრამ ეს ვირუსი ისე შეუყვარდა ხალხს საქართველოში, რომ პირბადის გამოყენება “გრეხია” და ვაქცინაცია კი “სვეცკობა” არ არის
არაპროფესიონალიზმი კლავს…
არ გაავრცელოთ ვირუსი, გაავრცელეთ სიყვარული
26/09/2021
ჯანმრთელობას გისურვებთ…“
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Comentários