top of page

ერთადერთი გამოსავალი ეს მაგიური საშუალებაა – ვირუსის სხვადასხვა შტამისგან დასაცავად გიორგი ფხაკაძე

02/07/2021


კვლევებით დადგინდა, რომ კორონავირუსის ბრიტანული შტამი ბავშვებშიც და მოზრდილებშიც თანაბარი სისწრაფით ვრცელდება, ვიდრე მანამდე არსებული კორონავირუსი. ახლა ქვეყანაში ფეხს იკიდებს და საინტერესოა, როგორია მისი გავრცელების არეალი ბავშვებში.

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ინდოეთში კორონავირუსისახალი შტამის აფეთქება ბავშვებიდან დაიწყო. მისი რეკომენდაციით, 2 წლის ასაკიდან ყველამ პირბადე უნდა ატაროს.

„ინდოეთში, როცა დაიწყო აფეთქება, ეგონათ, იყო ჩვეულებრივი კოვიდი. შტამების დადგენა ძვირადღირებული სიამოვნებაა და ეს მხოლოდ მდიდარ ქვეყნებს შეუძლიათ.

ინდოეთში თავდაპირველი განგაში ბავშვთა საავადმყოფოებში ატყდა. პედიატრიული რეანიმაციული განყოფილებები ძალიან მოკლე დროში გადაიტვირთა. აფეთქება დაიწყო ბავშვებისგან. ის უკვე აღარ ზოგავს არც ბავშვს, არც დიდებს და არც მოხუცებს. სამწუხაროდ, ბავშვებში უფრო ვერაგია.

ადრე გვეგონა, რომ ბავშვებს პირბადეები არ სჭირდებოდათ. ჩემი რეკომენდაციაა, 2 წლის ასაკიდან ბავშვებმა პირბადეები გამოიყენონ. პირბადე აბსოლუტურად ყველამ უნდა გამოიყენოს: ვისაც აქვს ვაქცინა გაკეთებული, არ აქვს, კოვიდიგადატანილი აქვს, თუ არ აქვს. ერთადერთი გამოსავალი ეს მაგიური საშუალებაა, რასაც სამედიცინო პირბადე ჰქვია“, – განაცხადა ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



1 view0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page