16/03/2022
ავტორი: ირინა დათაშვილი
„ერთი კვირის უკან გაგაფრთხილეთ, რომ ჩინეთში კოვიდის აფეთქება დაიწყო…. სანამ სხვა არ იტყვის, არ მიჯერებთ … ჯანმრთელობას გისურვებთ
P.S. დამიჯერეთ ხოლმე …
ჩინური კოვიდ ვაქცინები არაეფექტურები არიან უკვე ბოლო 7-9 თვე…“ – წერს „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.
COVID-19-ის შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო, ჩინეთში 15 მარტის მდგომარეობით, 37 მილიონი ადამიანი იზოლაციაშია. პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში ეს კორონავირუსის ყველაზე დიდ აფეთქებად ითვლება, ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
დიდ ქალაქებში ნაწილობრივ აკრძალულია სახლიდან გასვლა. 13 მარტიდან ქვეყნის სამხრეთით, დაახლოებით 17,5 მილიონიანი მოსახლეობის მქონე შენჟენში (გუანდონგის პროვინცია) ერთკვირიანი იზოლაციის რეჟიმი გამოცხადდა. მოსახლეობას ქალაქიდან გასვლა ეკრძალება. იმ ორგანიზაციებისა, რომლებიც უზრუნველყოფენ საკვებს, საწვავს და ძირითად საქონელს, ვალდებულნი არიან, ან შეაჩერონ მუშაობა ან გადაიყვანონ თანამშრომლები დისტანციურ სამუშაოზე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Comments