top of page

ერთმა გულწრფელმა, უანგარო ადამიანმა მოახერხა ის, რაც ვერ, ან არ მოახერხეს მთავრობამ, ჯანდაცვამ

26/12/2020

ექსპერტი გია ხუხაშვილი რიგ აფთიაქებში პირბადის ფასის გაიაფების ფაქტს ეხმაურება და სოციალურ ქსელში გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის, გიორგი ფხაკაძის შესახებ წერს:

„ერთმა გულწრფელმა, უანგარო ადამიანმა მოახერხა ის, რაც ვერ, ან არ მოახერხეს მთავრობამ, ჯანდაცვამ, ათასი ჯურის ანტი და პრო-საბჭოებმა – პირბადე 18 თეთრი. გიორგი ფხაკაძე”, – წერს ხუხაშვილი.

ცნობისთვის, პროფესორმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც სააფთიაქო ქსელს მოუწოდა პირბადის ფასი შეემცირებინა.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



3 views0 comments

コメント


Post: Blog2_Post
bottom of page