top of page

ერთხელ მაინც თქვით სიმართლე … – რას ურჩევს ხელისუფლებას გიორგი ფხაკაძე

Writer: Giorgi PkhakadzeGiorgi Pkhakadze

09/07/2021

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ბოლო დროს ყველაზე აქტუალურ საკითხს, ფეხმძიმობამდე, ფეხმძიმობის დროს და ამის შემდგომ პერიოდში ვაქცინაციის პროცესს ეხმაურება.

სოციალურ ქსელში ყველაზე მეტად ვაქცინაციის მეორე დოზასთან დაკავშირებით უგზავნიან კითხვებს, რაზეც ექსპერტი პასუხობს:

„ვინც უკვე გადაიტანა კორონავირუსი, მათი რეინფიცირება ხდება ინდური შტამით. ზოგადად დაცულობა არის 5 თვე. კარგი იქნება მთავრობამ უთხრას თავის მოქალაქეებს, რაც გვაქვს ახლა ის გაიკეთეთ, მესამე (ბუსტერს) გაგიკეთებთ ფაიზერით… ყოველ ერთ თვეში აეროპორტს ხსნიდით და გიჯერებდნენ, ხუთ თვეში ჩამოვიტანთ ფაიზერსო რომ თქვათ, ამას არ დაგიჯერებენ?… ერთხელ თქვით სიმართლე“,- მიმართავს ფხაკაძე ხელისუფლებას.

ფხაკაძე ასევე განმარტავს, რომელი ვაქცინების დროსაა უსაფრთხო ძუძუთი კვება.

„ბევრი მეკითხება: კოვიდ-ვაქცინაცია და ორსულობა; კოვიდ-ვაქცინაცია და ძუძუთი კვება; კოვიდ-ვაქცინაცია და ორსულობის დაგეგმარება – ბოლო კვლევები და რეკომენდაციები:

„ფაიზერის“ და „მოდერნას“ ვაქცინები რეკომენდირებულია ყველა შემთხვევებში, ვაქცინაცია ორსულობის დროს, 14 კვირის შემდეგაა სასურველი.

ძუძუთი კვება – დედის ვაქცინაცია რეკომენდირებულია ნებისმიერ დროს. საერთოდ, ძუძუთი კვება 2-წლამდე არის რეკომენდირებული.

ორსულობამდე ვაქცინაცია რეკომენდირებულია. ეს ყველა რეკომენდაცია ეხება კოვიდის „ფაიზერს“ და „მოდერნას“ ვაქცინებს. ჯანმრთელობას გისურვებთ თქვენ და თქვენს პატარებს“, – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



 
 
 

Comments


Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page