top of page

ერთ კვირაში წარვადგენ ალტერნატიულ გამისავალს. დიახ, გამოსავალი არსებობს…“-გიორგი ფხაკაძე

4 ნოემბერი, 2021

პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე წერს:

„სწორი და დაბალანსებული ხედვა ქართული ბიზნესის მხრიდან.

ვინაიდან ქართული ბიზნესი ითხოვს ტექნიკურ დახმარებას და სახელმწიფო ჯერ არ არის მზად. ერთ კვირაში მე წარვადგენ ალტერნატიულ გამისავალს. დიახ, გამოსავალი არსებობს, თუ ამის რეალური სურვილი იქნება.

მომავალ კვირას ჩემს მიერ წარდგენილი პირველი ქართული, დამოუკიდებელი ელექტრონული პლატფორმა, ზუსტად ისეთი, რასაც ითხოვს ქართული ბიზნესი და ზუსტად ის, რაც სჭირდებათ საქართველოს მოქალაქეებს

გამოსავალი არსებობს, თუ მას ეძებ“ .


საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე აცხადებს:

„ყოველდღიურად ათეულობით ადამიანის სიცოცხლის დაკარგვის უფლება ამ ქვეყანას არ გააჩნია. დარგის სპეციალისტებისა და ექსპერტების შეფასებით, ვაქცინაციის ასეთი დაბალი ტემპების არსებობის პირობებში უაღრესად მძიმე შედეგებამდე მისვლა გარდაუვალია. ერთი მხრივ, ამ ტიპის პროგნოზების მოსმენა და მეორე მხრივ, უმოქმედობა ცალსახად უნდა შეფასდეს როგორც დანაშაული შენი თანამოქალაქეებისა და შენი ქვეყნის წინაშე“.

მისი თქმით, ეს ყველაფერი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და საზოგადოების კეთილდღეობის წინაპირობაა.

„თუმცა, დღეს, საჭიროა, გამოვუცხადოთ ბევრად უფრო მეტი თანადგომა სახელმწიფოს, ვინაიდან საქმე ეხება არც მეტი, არც ნაკლები ადამიანთა სიცოცხლის შენარჩუნების ვალდებულებასა და უკიდურეს საჭიროებას.

მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს, გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, წამახალისებელი მექანიზმები თუ სხვა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დაჩქარებული ვაქცინაციისათვის. მიგვაჩნია, – ხელისუფლების მხრიდან აუცილებელია სავალდებულო ზომების შემოღება, ვინაიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვაქცინირებულ პირთა რაოდენობა არ არის საკმარისი პანდემიის დასამარცხებლად. დასასრულს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ბიზნესსექტორს გამოვიყენოთ ყველა ბერკეტი და მექანიზმი ვაქცინაციის პროცესის დასაჩქარებლად“, – ამბობს სოსო ფხაკაძე.


---


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD



---


ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil




4 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page