top of page

ერთ რაღაცას ვიტყვი, ვიცი ამით მილიონ მტერს გავიჩენ, მაგრამ… – რის შესახებ საუბრობს გიორგი ფხაკაძე

28/08/2021

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ონლაინ მკურნალობის მეთოდებზე საუბრობს.

როგორც ფხაკაძე ამბობს, არასწორია ადამიანების მხრიდან სიმპტომების გარჩევა სოციალური ქსელით. იგი იმ გვერდების სანდოობასაც ეჭქვეშ აყენებს, რომლებიც სოციალურ ქსელში სპეციალურად არის შექმნილი, რათა ხალხისთვის რჩევები გასცეს.

„ერთ რაღაცას ვიტყვი, ვიცი ამით მილიონ მტერს გავიჩენ, მაგრამ ვთვლი რომ ამდენი Facebook გვერდები, რომლებიც კონსულტაციას აკეთებენ, არასწორია. ჯერ ერთი, ვინ აკეთებს ამ კონსულტაციას, ამ ადამიანებს გამოცდილება აქვთ?


მეც ახლა ვარ ჟენევაში, ხომ ქართველი ვარ. მეც ხომ ვარ სხვაგან, თუმცა ლოკაცია გამოცდილებას არ ცვლის. მე მაგალითად ახლა ვარ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი. როდესღაც მეც ვიყავი ქირურგი. მე ვერასდროს ვერ მივცემ კონსულტაციას თვალის პრობლემებზე.

ახლა ყველა, ვინც ინგლისური ისწავლა, კონსულტაციებს აბრახუნებენ და ეხმარებიან ხალხს. თუ მართლა გინდათ დახმარება, დაეხმარეთ ექიმებს საქართველოში და დაეხმარეთ სისტემას. გააკეთეთ ონლაინ-კლინიკები“,- ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/ert-raghatsas-vitkvi-vitsi-amit-milion-mters-gavichen-magram-ris-shesakheb-saubrobs-giorgi-fkhakadze/



2 views0 comments
Post: Blog2_Post
bottom of page