28/07/2021
![](https://static.wixstatic.com/media/f085a5_e606687ac6c64bdfb63eecdd342c6ad3~mv2.jpg/v1/fill/w_700,h_366,al_c,q_80,enc_auto/f085a5_e606687ac6c64bdfb63eecdd342c6ad3~mv2.jpg)
პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრატურა (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე ანტივაქცერებს მიმართავს და ამბობს, რომ მშვიდად ვერ უყურებს, როგორ იკლავენ ეს ადამიანები თავს.
ძალიან მძიმე ვითარებაა ქვეყანაში. ეს არის დამღუპველი ქვეყნისთვის და ეს უფრო გაართულებს მდგომარეობას საარჩევნოდ. ნუ გავაკეთებთ ისე, რომ ვერ ჩავატაროთ ოქტომბერში არჩევნები. იქნებ პოლიტიკური პარტიები დასხდეთ და მოიფიქროთ ალტერნატიული გზა. მე პოლიტიკოსი არ ვარ და არ ვიცი, კონკრეტულად რა, მაგრამ არცერთი პოლიტიკოსი არ ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობაზე. აიცერით დროულად. აცრა საჭიროა თქვენი ბებია-ბაბუებისთვის. ვინც აიცერით დაბალეფექტური ვაქცინით გაიკეთეთ ბუსტერი“,- ამბობს გიორგი ფხაკაძე.
ამასტან, გიორგი ფხაკაძე ანტივაქცერებს მიმართავს და ამბობს, რომ მშვიდად ვერ უყურებს, როგორ იკლავენ ეს ადამიანები თავს.
ჯოჯოხეთი დიდია და ყველას ადგილია იქ. ყველას მოეკითხება. არავის აქვს უფლება ვინმეს სიცოცხლე წაართვას.
„არაადეკვატური მკვლელები გამოვიდნენ რუსთაველზე ჯვრებაფარებულები. ჯვართან რა საერთო აქვს ვაქცინაციას მაინც ვერ ვხვდები. გაუნათლებელ ადამიანის მანიპულაციაზე მარტივი არაფერია.
მე არ შემიძლია ჩუმად ვიყო და ვუყურო როგორ იკლავთ თავს და კლავთ სხვას, მე ექიმი ვარ და მე უნდა გითხრათ, რა არის კარგი. ევროპის ქვეყნების უმეტესობა უკვე ვაქცინირებულია. რეალობას შეხედეთ. დაიცავით დისტანცია. სამედიცინო პირბადე არ მოიხსნათ“,- ამბობს გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comments