top of page

„ეს არის კატასტროფა! თავის გამართლება აქ აღარ გიშველით, ძველო და ახალო “მუშკეტერებო”

2 აპრილი, 2022

აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:

„დღეს საქართველოში კოვიდ ვაქცინაცია გაჩერდა (გააჩერეს). ეს არის კატასტროფა! ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება! ეს არის იგივე, რომ ქვეყანა მტერს ერთი გასროლის გარეშე ჩააბარო! ეს არის არაპროფესიონალი, არაკომპეტენტური, კორუმპირებული „ბნელეთის“ მმართველობა!

„ფაიზერი“ და „მოდერნა“ – ეს ორი ვაქცინა არის დღეს ყველაზე ეფექტური, უსაფრთხო და სრულად დამტკიცებული (არაექსპერიმენტული) ვაქცინები მსოფლიოში.

ჩინური ვაქცინები იყო, არის და იქნება ნაგავი, ამის არაერთი ათეული მეცნიერული სტატია არსებობს უკვე და მე ხშირად ვაქვეყნებ ჩემს გვერდზე.

თავის გამართლება აქ აღარ გიშველით, ძველო და ახალო “მუშკეტერებო”. ფაქტი სახეზეა, თქვენ ხართ ქვეყნის მტრისთვის ჩამბარებლები. დიახ, ქვეყანა კორონა ვირუსს უბრძოლველად ჩააბარეთ და იმ თქვენი მოჩვენებითი “ბრძოლის” უკვე აღარავის სჯერა. საქართველო დღეს ორი გამოწვევის წინაშე დგას: რუსეთი და კოვიდი. კოვიდს უკვე მიართვით ქვეყანა და რუსეთს როდის მიართმევთ?!

P.S.ოცნების სექტანტებს და დაქირავებულ/გაყიდულ სააგენტოებს მოგმართავთ, ტეხავს რეალობის არდანახვა და ყველაფრის „გაპრავება“. მეტიც, დანაშაულის თანამონაწილე ხდებით.“


საქართველოში ამ დრო­ის­თვის სა­იტ­ზე მხო­ლოდ “სი­ნო­ფარ­მის” და “სი­ნო­ვა­კის” ვაქ­ცი­ნა არის ხელ­მი­საწ­ვდო­მი. “ფა­ი­ზე­რის” ვაქ­ცი­ნის გარ­კვე­ულ რა­ო­დე­ნო­ბას ვადა გა­უ­ვი­და. უც­ნო­ბია, კონ­კრე­ტუ­ლად რამ­დე­ნი დოზა დარ­ჩა გა­მო­უ­ყე­ნე­ბე­ლი. -“ფა­ი­ზე­რის“ ვა­და­გა­სუ­ლი დო­ზე­ბის ამო­ღე­ბა ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს“, – აცხადებენ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნულ ცენ­ტრში. „ფა­ი­ზე­რის“ ახა­ლი დო­ზე­ბი მარ­ტის ბო­ლოს უნდა შე­მო­სუ­ლი­ყო.


---


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD



---


ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil




4 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page