top of page

„ეს არის კრიმინალი!- ასეთი ღია ტყუილი ჯერ არ მინახავს – ჯპს აფთიაქი – GPC Pharmacy Pharmadepot

17/02/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი



„ეს არის კრიმინალი,

ბოიკოტი- ,,GPC-ის ” და ,,ფარმადეპოს”,

არასამედიცინო პირბადეებს ყიდიან ამ სააფთიაქო ქსელებში,

კარგად დააკვირდით ფოტოებს,

ეს არის ერის ღალატი, როცა პანდემიის დროს აფთიაქში ყიდი არასამედიცინო პირბადეს და ასაღებ როგორც ,,სამედიცინო” ,

უნდა იყოს მითითებული სამედიცინო სტანდარტი – “EN14683 Type IIR”,

ბოიკოტი

ჯპს აფთიაქი – GPC Pharmacy

Pharmadepot ∙ ფარმადეპო!


ბოიკოტი – ჯპს აფთიაქი – GPC Pharmacy და Pharmadepot ∙ ფარმადეპო… თქვენი პირბადე არ არის სათანადო ხარისხის !!!! ეს მოკლე ჩამონათვალი:

იმისათვის რომ პირბადე ჩაითვალოს სამედიცინოდ, უნდა ჩაუტარდეს მინიმუმ 3 კვლევა- “TypeIIR – 4 ” რაც ამ სერტიფიკატში არ ჩანს (თურქულ სერტიფიკატი თანდართულია),


თუ ეს პირბადე სამედიცინოა, ყუთზე უნდა იყოს მითითებული სამედიცინო პირბადის კოდი და 3 სახეობიდან ერთ ერთი : ,,Type I”, ,,Type II” და , Type IIR” (მაგალითი არის სურათებში თუ რა და როგორ უნდა იყოს ლურჯი ყუთი),

ყუთს აწერია ,,დისპოუზებლ”,

არ ხდება ამ სერტიფიკატისა და ყუთში მოთავსებული პირბადეების ინდენტიფიცირება, რადგან არ არის მითითებული მოდელი, არც კვლევაში და არც ყუთზე“, – წერსსაზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე.




გიორგი ფხაკაძეს ორივე სააფთიქო ქსელმა კონტრარგუმენტებით უპასუხა, – მათ პირბადეების ხარისხის დამადასტურებელი ყველა საჭირო დოკუმენტი აქვთ.


გიორგი ფხაკაძე ამავე თემაზე მორიგ პოსტს აქვეყნებს:

„ასეთი ღია ტყუილი ჯერ არ მინახავს… თქვენ წარმოიდგინეთ, პირბადეებზე ასეთ რამეს ამბობენ და სხვა პროდუქციაზე ასეთივე სერტიფიკატები აქვთ?

სირცხვილია, ბოიკოტი!“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


11 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page