„ეს არის პოზიტიური პირველი მერცხალი ….ბევრი კიდევ ვერ ხვდება, თუ რა ხდება დღეს მეცნიერებაში!“
- Giorgi Pkhakadze
- Feb 11, 2023
- 1 min read
Updated: Feb 18, 2023
23/08/2021
ავტორი: ირინა დათაშვილი

„ეს პოსტი არ ეხება კოვიდ-19 ვაქცინას,
მოდერნამ დაიწყო ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა, ეს არის ნამდვილად უმაგრესი ამბავი. უდიდესი ამბავია, ბევრი კიდევ ვერ ხვდება, თუ რა ხდება დღეს მეცნიერებაში! კოვიდ-19 პანდემიამ ბევრი უბედურება მოუტანა კაცობრიობას, მაგრამ ასევე უდიდესი პროგრესი იქნა მიღწეული. ეს არის პოზიტიური პირველი მერცხალი …. და უფრო ბევრი საინტერესო რამ იქნება ახლო მომავალში. მე ვგულისხმობ თვეებს და წლებს და არა ათწლეულებს. მეცნიერება, პროგრესი და საღი აზრი სულ ყოველთვის იმარჯვებს. ———-
“ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) არის რნმ-ზე დაფუძნებული ინფექცია, რომელიც იწვევს ქრონიკულ და სიცოცხლისთვის პოტენციურად სახიფათო დაავადებას, რომელსაც შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომს (შიდს) უწოდებენ”. დეტალები აქ ნახეთ: https://1tv.ge/…/ra-aris-aiv-infeqcia-shidsi…/
This is a greatest news. Positive side effect of COVID-19. We will get many more good news in coming months and years…“ – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე
MD, MPH, PhD
Comentarios