top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

ეს არის საშუალება, რომლითაც მესამე ტალღას ადვილად გადავიტანთ – გიორგი ფხაკაძე

10/04/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ მიუხედავად მაღალი პოლიტიკური ტემპერატურისა, პანდემიის პერიოდში თავის შეკავება აუცილებელია. მისი თქმით, ყველა აქტივობა უნდა გადავადდეს, თუმცა ამის ნებას არავინ იჩენს.


ამასთან, ფხაკაძე მოსახლეობას მიმართავს და აფრთხილებს, რომ მესამე ტალღის იოლად გადატანის ერთადერთი საშუალება დისტანციის დაცვა და პირბადის გამოყენებაა.


“ბრიტანული შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება! მესმის, რომ პოლიტიკური დუღილია, მაგრამ საბოლოო ჯამში რად გინდა ის პოლიტიკა, ხალხი თუ აღარ დაგრჩა?!


სამწუხაროდ, მე ვერავისგან ვხედავ ვერც პოლიტიკურ და ვერც ზნეობრივ გადაწყვეტილებას. არავინ ამობს, – კოვიდი რახან მძვინვარებს, დროებით გადავავადოთ ყველა აქტივობა, დაველოდოთ ვირუსის შემცირებას და შემდეგ გავაგრძელოთ პოლიტიკური პროცესები. აგიზგიზებულ ცეცხლში ყველა შეშას უკეთებს, მე არ ვიცი, ყველაფერი ეს რითი დამთავრდება!


მივმართავ მოსახლეობას: გამოიყენეთ სამედიცინო პირბადეები, დაიცავით 2-მეტრიანი დისტანცია, დაიბანეთ ხელები, ნუ მიხვალთ ხალხმრავალ ადგილებში. ეს არის ერთადერთი საშუალება, რომ მესამე ტალღა უფრო იოლად გადავიტანოთ!


იმედია, მოსახლეობა იქნება უფრო მობილიზებული და სიფრთხილეს გამოიჩენს!“ – ამბობს ფხაკაძე.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



1 view0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page